ახალი ამბები

თესაუს სტუდენტებმა ,,ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა-2016“-ის პროექტში გაიმარჯვეს

პროექტის გამარჯვებულებს შორის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის სტუდენტები გიორგი მწყერაძე და მაკა ბოტკოველი მოხვდნენ.
,,გიორგი მწყერაძის ნაშრომი -,,ფოხორაულების ნამოსახლარი“ (ისტორიულ-არქეოლოგიური მიმოხილვა) 100-დან 8 საუკეთესო ნაშრომს შორის მოხვდა და ფულადი პრემიით დაჯილდოვდა; მაკა ბოტკოველის კვლევამ კი,- ,,ვანთის არქეოლოგიური გათხრების მიმოხილვა“ კონკურსის პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა. ორივე ნაშრომის ხელმძღვანელია თესაუ-ს ისტორიის დეპარტამენტის ასისტენტი, გიორგი ლალიაშვილი. სტუდენტებმა სკოლის შესახებ პრეზენტაცია დღეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, რექტორის მოადგილეებს და სტუდენტებს წარუდგინეს”, – განაცხადეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
,,ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა-2016“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 19-29 თებერვალს ჩატარდა.