ახალი ამბები

“ნაციონალური მოძრაობა” პრემიერს მიმართავს, თელავში გაზი არ გაძვირდეს”

 ბოტკოველი საქართველოს მთავრობის მეთაურს მიმართავს, კომპანია ვისოლმა გააუქმოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 1-ლი აპრილიდან თელავის რაიონში მცხოვრებ მომხმარებელს ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე 48 თეთრის ნაცვლად 59 თეთრის გადახდა მოუწევს. მისი თქმით, გაზის ტარიფის უცვლელად დატოევბის მოთხოვნით პარტიამ შეაგროვა5 000 ხელმოწერა შეაგროვა, რომელსაც პრემიერის სახელზე დაწერილ განცხაებას თან დაურთავენ. 
“საქართველოს მთავრობას დღეს ეწურება ვადა გონიერი გადაწყვეტილება მიიღოს, რათა თელავის მოსახლეობას გაზის ტარიფი არ გაუძვირდეს. ჩვენ საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, კომპანია ვისოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობასა და ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებული იყო, არ განახორციელოს და 1 აპრილიდან თელავის მოსახლეობას გაზის ტარიფი არ გაუძვიროს. ეს კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააგდებს ისედაც შეჭირვებულ მოსახლეობას. ის მთავარი დაპირება, რომელიც ქართულმა ოცნებამ მოსახლეობას მისცა და გამარჯვებაც მოიპოვა, შეემცირებინა ტარიფები, ტყუილი აღმოჩნდა.
სწორედ ამიტომ, დღეს მთავრობის კანცელარიაში შეგვაქვს წერილი 5000 ხელმოწერასთან ერთად, რომლითაც კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ პრემიერს მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება, “– განუცხადა knews.ge-ს გიორგი ბოტკოველმა.
“ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ ბუნებრივ აირზე ტარიფის გაზრდა შეეხება მხოლოდ იმ აბონენტებს, რომლებმაც ბუნებრივი აირი საცხოვრებელ სახლებში 2008 წლის აგვისტოში შეიყვანეს. „ვისოლის“ გაზის დისტრიბუციის თელავის სერვისცენტრის დირექტორის, დავით ჯირმიზაშვილის განცხადებით, გაზის გაზრდილი საფასური დოლარის კურსის ცვლლებას უკავშირდება და კომპანიამ ეს გადაწყვეტილება იძულებით მიიღო. „ვისოლს“ ბუნებრივ აირზე ფასის მომატება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და ამ მხრივ რაიმე კომპრომისზე წასვლას არ პირებს.