თელავის თეატრს მთავრობამ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ამის შესახებ თელავის თეატრის მმართველი პაატა გულიაშვილი სოციალური ქსელში წერს.
,,ერთი კიდევ მაგარი ამბავი. ამ წუთებში მთავრობამ საბოლოოდ დაუმტკიცა თელავის თეატრს ბიუჯეტი 300 ათასი, ჯამში ნახევარი მილიონი. დიდი მადლობა, ბატონ მიშა გიორგაძეს, პლატონ კალმახელიძეს, ირაკლი შიოლაშვილს, გიორგი ბაქრაძეს და ყველას, ვინც ერთი სიტყვა მაინც შეგვაწია ამ კარგ საქმეში. მადლობა დიდი, ჩემი და თელავის თეატრის სახელით. მიხარია, რომ ჩემი ხელმძღვანელობის დროს ხდება ეს კარგი ამბები, რასაც ბევრი წლები ოცნებობდნენ, მსახიობები, რომლებიც სამწუხაროდ დღეს აღარ არიან. ჰოპლა, ჩვენ ვცოვხლობთ”, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პაატა გულიაშვილი.