ახალი ამბები

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი ანტიკორუფციული ღონისძიებების განხორციელებაში ჩაერთვება

როგორც knews.ge-ს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპრტამენტის უფროსმა მრჩეველმა გვანცა მეუნარგიამ განუცხადა, კორუფციის წინააღმდეგ საბრძოველად მთელი რიგი ღონისძიებების გატარებაზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. 
„ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტიდან უკვე მივიღეთ თანხმობა, რომ მათ აქვთ სურვილი, ანტიკორუფციულ ღონისძიებების ჩაერთონ. მუნიციპალიტეტმა უნდა აიღოს ვალდებულება, რომ კორუფციის ბრძოლისათვის განახორციელებს გარკვეულის სახის ღონისძიებებს. მაგალითად გაადვილებს საჯარო ინფორმაციის მიწოდებას. ეს, ასეევ, შეიძლება იყოს ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქის ჩართულობა. მსგავსი ღონისძიებები უნა განხორციელდეს. ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა“, – განუცხადა knews.ge-ს გვანცა მეუნარგიამ. 
საქართველო, მსოფლიოს 69 სახელმწიფოსთან ერთად ღია მმართველობის პარტნიორობის წევრია. ინიციატივის ფარგლებში წევრი სახელმწიფოები ადგენენ ორწლიან სამოქმედო გეგმას, მეტი გამჭვირვალობისა და ღიაობის უზრუნველყოფის მიზნით.
2015 წლის ბოლოს საქართველომ დაასრულა მე-2 სამოქმედო გეგმის იმპლემეტაცია და ამჟამად მუშაობს რიგით მესამე სამოქმედო გეგმაზე, რომელიც 2016 წლის ივნისში დამტკიცება მთავრობის დადგენილებით და გაიგზავნება ღია მმართველობის პარტნიორობის სამდივნოში.
პარტნიორობის ფუნდამენტური ღირებულებებია: ღიაობა, გამჭვირვალობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა სამოქმედო გეგმის შემუშავებას სამოქალაქო და ფართო საზოგადოებასთან კონსულტაციების მეშვეობით ახორციელებს. საჯარო კონსულტაციების სამუშაო ჯგუფი შედგება სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ჩართული საჯარო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან.