ახალი ამბები

სოფელ იორმუღანლოში საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება

 როგორც knews.ge-ს გამგებელმა გიორგი გზირიშვილმა განუცხადა, მალე ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, მიიღოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო მომსახურება სოფლიდან გაუსვლელად. 
„საზოგადოებრივ ცენტრში კომფორტულ გარემოში მოსახლეობა მარტივად შეძლებს დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას; ქონების, მიწის რეგისტრაციას და ა.შ. ცენტრში მოსახლეობა ისარგებლებს უფასო ინტერნეტით, საკონფერენციო დარბაზითა და ბიბლიოთეკით“, – განუცახადა knews.ge-ს გიორგი გზირიშვილმა. 
საქართველოს მასშტაბით 33 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს.