თელავში ნიადაგების მიკრობიოლოგიური შედგენილობის შესწავლა დაიწყო
აღნიშნული სამეცნიერო კვლევა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 23 800 ლარით დაფინანსდა.
თესაუში აცხადებენ, რომ სამეციერო კვლევის მიზანი თელავის მუნიციპალიტეტის ნიადაგების მიკრობიოლოგიური შედგენილობის შესწავლა, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობასა და პროდუქტის ხარისხზე დადებითი და უარყოფითი გავლენის მქონე მიკროორგანიზმების სახის განსაზღვრაა.
,,პროექტის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის ყველა ტიპის ნიადაგიდან აღებული ნიმუშების გამოკვლევა განხორციელდება. ანალიზის შედეგად ნიადაგში გავრცელებული მიკროორგანიზმების სახე, მათი მოქმედების პირობები და მავნეობის ხარისხი დადგინდება. ჩატარებული კვლევების საფუძველზე სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირებისა და ფერმერებისათვის რეკომენდაციები გაიცემა”, – განუცხადეს knews.ge-ს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ნიადაგის მიკრობიოლოგიურ შესწავლას აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი თესაუს სოფლის მეურნეობის ლაბორატორაში განახორციელებს.