ახალი ამბები

4 აპრილიდან სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყება

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის განცხადებით,
4 აპრილიდან 18 აპრილის ჩათვლით რეგისტრაციას გაივლიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში, მშობელი ამ საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომელია და ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი უნდა ჩაირიცხოს პირველ კლასში. 
რეგისტრაციის მეორე ეტაპი კი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე 4 მაისს დაიწყება.

“4 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით დარეგისტრირება შეეძლება ყველა დანარჩენ მოსწავლეს, ასევე მათ, რომლებმაც ვერ მოახერხეს რეგისტრაციის პირველ ეტაპზე დარეგისტრირება”, – განაცხადა ლია გიგაურმა.