ახალი ამბები

კახეთში 6 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შეიქმნება

საარჩევნო კოდექსის110-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები არის ამ არჩევნებამდე ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ბოლო არჩევნებისათვის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები.
საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის, ბალღოჯიანის, ჭიკაანის, კუჭატნის, გავაზისა და მთისძირის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში განისაზღვრება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის, თელავის თემის აკურის, კისისხევის, კონდოლის, კურდღელაურის, ქვემო ხოდაშნის, შალაურისა და წინანდლის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის ქალაქ ყვარლის, შილდის, ენისლის, საბუისა და გრემის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში გათვალისწინებულია 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის არსებობა.
ახმეტის მუნიციპალიტეტისა და თელავის მუნიციპალიტეტის გულგულის, ვარდისუბნის, თეთრი წყლების, იყალთოს, ნაფარეულის, რუისპირის, სანიორის, ფშავლის, ყარაჯალისა და ართანის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში კვლავ 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქნება.