თელავში ქალთა ისტორიის წერის შესახებ საჯარო ლექცია ჩატარდა
მწერალმა თამთა მელაშვილმა ისაუბრა სამი ქალის ისტორიაზე: ეკატერინე გაბაშვილზე, ნინო ტყეშელაშვილსა და ლიდია მეგრელიძეზე. მელაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ქართული ფემინისტური აზროვნების ისტორია და მიღწევებიც გააცნო.
,,ლექციაზე განვიხილეთ თუ რა გამოწვევებსა და წინააღმდეგობებს ხვდებოდნენ ქართველ ფემინისტები. მაშნდელი პრობლემები და ქალთა საკითხები ძალიან გავს იმ პრობლემებს, რომელთა წინაშე თანამედროვე ფემინისტები და ზოგადად ქართველი ქალები დგანან ერთ საუკუნის შემდგომაც კი“ – განუცხადა Knews.ge-ს თამთა მელაშვილმა.
ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანია ისტორიიდან გამქრალი ქალების, მათი როლის და მიღწევების შესახებ საზოგადოების ინფორმირება. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები უკვე რამდენიმე წელია, მარტში ქალთა ისტორიის თვეს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ.