პოლიციამ კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები დააკავა
როგორც knews.ge-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, 2016 წლის მარტის თვეში, მათ დაქვემდებარებაში არსებულ ტყის ტერიტორიაზე, რვა კუბური მეტრის ოდენობით ხე-ტყის უკანონოდ მოჭრის ნებართვის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს გარკვეული თანხა.
უწყების ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან
სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის მიღებას ან მოთხოვნას. დანაშაული ისჯება 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთით.