კახეთში თვის ბოლომდე ცვალებადი ამინდი შენარჩუნდება
სინოპტიკოსების პროგნოზით, ხვალ რეგიონის უმეტეს ქალაქებში იწვიმებს. მცირე წვიმაა მოსალოდნელი მომდევნო დღეებშიც. იქროლებს ძლიერი ქარიც, რომლის სიჩქარეც წამში 17-22 მეტრი იქნება.
ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ცივი ჰაერის მასების გავრცელების გამო აღმოსავლეთ საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 5-10 გრადუსი დაფიქსირდება. ამასთან, მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვან მატებასაც ელოდებიან.
30-31 მარტს კი ამინდი შედარებით გაუმჯობესდება. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 9-14-ის გრადუსის ფარგლებში იქნება. 1-2 აპრილს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ნალექი შეწყდება და გამოიდარებს. ტემპერატურა 14-19 გრადუსამდე მოიმატებს. 3 აპრილიდან სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას კვლავ პროგნოზირებენ.