,,ქორწინება ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია” – საკონსტიტუციო ცვლილების განხილვა თელავში
ამ საკითხზე პარლამენტარებმა პირველი შეხვედრა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქალაქეებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენლებთან გამართეს.
შეხვედრაზე საუბარი ქვეყნის მთავარი კანონის 36-მუხლში შესატან ცვლილებებს შეეხო, რომლის მიხედვითაც ქორწინება ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია.
,,მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ჩართულობა, რათა მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებებში მათი აზრის გათვალისწინება”, – განაცხადა ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ინიციატივა პარლამენტში 80 დეპუტატის ხელმოწერით ცოტა ხნის წინ დარეგისტრირდა.