თელავში მთავრობის წევრები საჯარო შეხვედრას გამართავენ
შეხვედრები ორგანიზებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ და მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას მომდევნო ორი წლის მანძილზე მთავრობის მიერ დაგეგმილი იმ ღონისძიებების შესახებ, რაც ღია და მონაწილეობითი მმართველობის უზრუნველყოფას ემსახურება.
გარდა ამისა, შეხვედრის მიზანია საზოგადოების ჩართულობის გაზრდა, მათი მოსაზრებების, იდეების შეკრება, რათა მთავრობის სამოქმედო გეგმა და გაწერილი ღონისძიებები პასუხობდეს და შეესაბამებოდეს მოქალაქეთა საჭიროებებს.
აღნიშნული საჯარო კონსულტაციები იმართება ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს რიგით მესამე სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით.
მათთვის, შეხვედრებზე დასწრებას, იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე მოქმედებს ონლაინ კონსულტაციის გრაფა, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეს შეუძლია მთავრობას მისწეროს თავისი იდეები და მოსაზრებით, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მექანიზმები საქართველოში.
კონსულტაციები საქართველოს მასშტაბით 29 მარტიდან დაიწყება და 27 მაისამდე გაგრძელდება.