“ვერ მოხერხდა მოქალაქეთა ჩართულობის ერთგვარი მექანიზმის დამკვიდრება”
საიას წარმომადგენლები ხვალ, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, შეხვედრას გამართავენ. შეხვედრაზე მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებზე ისაუბრებენ.
,,დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპი ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობაა. ამჟამად საქართველო თვითმმართველობის რეფორმის სწორედ იმ ეტაპზეა, როდესაც ასეთი ჩართულობის უზრუნველსაყოფად საჭირო მოდელისა და შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავება ხდება. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო დონეზე გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, მოქალაქეთა ჩართულობის ერთგვარი მექანიზმის დამკვიდრება კვლავ პრობლემაა. ორგანულ კანონს დაემატა თავი „მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ“, რომლითაც განმტკიცდა ადგილობრივ დონეზე პეტიციის უფლება, მაგრამ პრაქტიკაში ვერ ხდება ამის ეფექტური იმპლემენტაცია”, – განაცხადა მგალობლიშვილმა.