გამოკითხვა საგარეჯოში – რა პრობლემების მოგვარებას ითხოვენ ახალგაზრდები?
მათი განცხადებით, მუნიციპალიტეტში ბევრი პრობლემაა შექმნილი, თუმცა ახალგაზრდები მთავარ პრიორიტეტად სოფლებში კინოთეატრების ამოქმედებას ასახელებენ.
,,სოფლებში არ არის კინოთეატრი. ასევე არ არის სხვა ადგილები, სადაც შეგვეძლება შევიკრიბოთ ახალგაზრდები, გავერთოთ და ერთმანეთს ჩვენი აზრები გავუზიაროთ’’,- განუცხადა Knews.ge-ს სოფელ გიორგიწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლემ ლარისა ქვრივიშვილმა.
საგარეჯოს მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეები კი ადგილობრივ ხელისუფლებას სხვადასხვა პროექტში ჩართვას და მათი ინტერესების გათვალისწინებას სთხოვენ.
,, არასათანადო ყურადღება ექცევა ახალგაზრდების პრობლემებს. კარგი იქნებოდა, რომ ისინი მეტად იყვნენ ჩართული სხვადასხვა პროექტებში. ჩემი აზრით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად, პირველ რიგში, საჭიროა მათი ინტერესების დადგენა გამოკითხვის ან კვლევის მეშვეობით და შემდეგ სხვადასხვა პროექტში მისი გათვალისწინება’’,- განაცხადა საგარეჯოს მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ ჭიაბერაშვილმა.