ახალი ამბები

შსს-მ სიღნაღში ნარკოდანაშაულის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სამართალდამცველებმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში გიორგი დ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას გადაჭრილი უნომრო თოფი, ხოლო მისი პირადი ჩხრეკისას 8,63 გრ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა ამოიღეს. “ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი სროლისთვის ვარგისია. ნარკოლოგიური შემოწმებისას გიორგი დ-ს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა”, – განუცხადეს Knews.ge-ს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.