კახეთის სასწრაფო დახმარების ცენტრებს ახალი ინვენტარი გადაეცა
ტექნიკა ყველა რაიონულ სამსახურში განაწილდა. სამედიცინო მოწყობილობებით კი რეგიონის ეკიპაჟები სრულად აღიჭურვა. ,,კახეთის სასწრაფო დახმარების ყველა ეკიპაჟს გადაეცა 20-მდე დასახელების სამედიცინო ინვენტარი – დეფიბრილატორები, კარდიოგრაფები, პორტატული პულსოქსიმეტრები, ხერხემლის საიმობილიზაციო და სატრაქციო, ასევე ზემო კიდურის უნივერსალური არტაშნები, კომბინირებული საინტუბაციო მილები, მექანიკური მქაჩები, ჟანგბადის პორტატული ბალონები, პედიატრიული უნივერსალური კისრის საყელოები, სამედიცინო ჩანთები, ოროფარინგიალური მილები, მაკრატლები, ჟანგბადის რეზერვუარიანი ნიღბები და სისტემა-დოზიმეტრები”, – განაცხადა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა დავით ტორუამ.
ცენტრებში განაწილდა კომპიუტერული ტექნიკცა, რომლის მეშვეობითაც ელექტრონული პროგრამა ჩაირთვება. ახალი სამედიცინო აღჭურვილობის გამოყენებისთვის მედიკოსებს თელავში, ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკის ბაზაზე, შესაბამისი ტრენინგიც ჩაუტარდება.