ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიაზე ვიზიტი უფასოა
იგი დარბაზული ტიპის ერთნავიანი ბაზილიკაა,რომელიც შუა საუკუნეებშია აგებული. ამჟამად, მისგან შემორჩენილი მხოლოდ კედლები. ტერიტორია აღკვეთილია და ტურისტების შესვლა აკრძალული არ არის. ისტორიული ადგილის მოსანახულებლად არც გადასახადია დაწესებული.
,,ლაგოდეხიდან ხუთი კილომეტრის გავლის შემდეგ რაჭისუბნის ჩარდილოეთით ეს ხეობა მდებარეობს. სალესავის ხეობა ძალიან ლამაზია, პატარა წყალვარდნილებით, ოღონდ ის ნაწილი, სადაც საყდარი და წყალვარდნილებია, უკვე ნაკრძალია და იქ შესვლა სპეციალური საშვის საფუძველზეა შესაძლებელი. აქ სხვა ყვავილებთან ერთად ხარობს კავკასიის ენდემი წითელი ნუსხის ლაგოდეხის ენძელა”, – განუცხადა knews.ge-ს ლაგოდეხის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორის თანაშემწემ ვალერი ოღიაშვილმა.
მეცნიერების აზრით, რაჭისუბნის ტყის ტერიტორიაზე შესაძლებელია ყოფილიყო უძველესი სოფელი თოღა, რომელიც IX_XVII საუკუნეებში არსებობდა და შაჰ-აბასის შემოსევის შემდეგ განადგურდა. სპეციაისტები აცხადებენ, რომ სოფლის არსებობაზე მიუთითებს აქ აღმოჩენილი კრამიტის ნამსხვრევები, თიხის ჭურჭლის ნაშთები, ხელოვნურად გაჭრილი არხი, რომელიც თოღას ნიაღვრისგან იცავდა. სალესავის ხეობაში დიდი რაოდენობითაა აღმოჩენილი ღვინის ქვევრებიც.