ახალი ამბები

თელავში ბატონის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ფაზა მიმდინარეობს

მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ფიქრია ყუშიტაშვილის ინფორმაციით, ერეკლე მეორეს სასახლის გარდა, რეაბილიტაცია უტარდება თელავის ეთნოგრაფიულ მუზეუმსაც. 
,,როგორც მოგეხსენებათ, 2012 წელს განხორციელებული სამუშაოების დროს დაინგრა მუზეუმის შენობა, ადმინისტრაციული შენობები და სხვა. ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზეა გათვალისწინებული. არსებული შენობის სამხრეთ-აღმოსავლეთით აშენდება ცალკე შემინული ნაგებობა, სადაც განთავსდება გალერეა. ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მუზეუმის შენობის პროექტით გათვალისწინებული ფართი განსათავსებელი ობიექტებისათვის არასაკმარისი აღმოჩნდა. რაც შეეხება თავად გალავნის შეგნით დარჩენილ ტერიტორიას, იქ წარმოდგენილი იქნება მეფის რესტავრირებული სასახლე, ფონდსაცავი და საექსპოზიციო დარბაზები”, – განუცხადა knews.ge-ს ფიქრია ყუშიტაშვილმა.
მუზეუმის დირექტორის გურამ ურჩუხიშვილის განცხადებით, ბატონის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. სარემონტო სამუშაოებს კი სამშენებლო კომპანია “ჯავა” მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით ახორციელებს.

ისტორიული მუზეუმის დირექტორი გურამ ურჩუხიშვილი