წნორში მუსიკალური სკოლა გაიხსნა
შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 11800 ლარი დაიხარჯა.
,,შენობას ჩაუტარდა აღდგენითი სამუშაოები, რისთვისაც თანხა ადგილობრივი ბიუეტიდან გამოიყო. შეკეთდა მუსიკალური სკოლის შენობის სახურავი, კარ-ფანჯრები, იატაკი. მოეწყო დარბაზი და მოწესრიგდა საკლასო ოთახები. სკოლაში ფათბობის სისტემაც მოწესრიგდა”, – განუცხადა knews.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ჯანიკაშვილმა.