ახალი ამბები

„ჩვენს საარჩევნო სიაში მინიმუმ 25% ქალი კანდიდატი იქნება“

„ჩვენ პარტიულ დონეზე გადაწყვეტილი გვაქვს, რომ მხარს ვუჭერთ გენდერულ კვოტას და ქალთა მონაწილეობის გაზრდას. ჩვენს საარჩევნო სიაში მინიმუმ 25% ქალი კანდიდატი იქნება ჩვენ ვუყურებთ როგორც ქალთა უფლებების დამკვიდრების პროცესში. მიგვაჩნია, რომ დღესდღეობით ეს ძალიან საჭიროა. პარტიის შიგნით ეს პრინციპი გვექნება დაცული იმის მიუხედავად გენდერული კვოტის შესახებ პარლამენტი მიირებს თუ არა კანონს. ამ საკითხს ჩვენ ლიბერალური პოზიციიდან ვუყურებთ, არ ვთვლით, რომ ეს იდეალურია, მაგრამ კვოტირების სისტემა მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს თანასწორობის პრინციპის განხორციელებას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. 
რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრების ციკლის ფარგლებში, თელავის დემოკრატიის სკოლაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებსა და რიგით მოქალაქეებს შეხვდა. საგარეო ურთიერთობები, განათლება და თვითმმართველობის რეფორმა – ეს იყო ის მთავარი საკითხები, რაზეც დავით ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა. მან ასევე ისაუბრა ვიზალიბერალიზაციის პროცესსა და მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების ვადები ქართულ მხარეზე არ არის დამოკიდებული.