ახალი ამბები

თელავში რუსეთის ბაზრის გახსნის მოთხოვნით აქცია გაიმართა (ფოტორეპორტაჟი)

აქციის მონაწილეებმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დარეგულირება და ჩრილოელ მეზობელთან სავიზო რეჟიმის გაუქმება მოითხოვეს. ასოციაციის თავმჯდომარის გიორგი სუხოშვილის განცხადებით, ორგანიზაცია მეურნეთა უფლებების დაცვაზე მუშაობს.
,,ჩვენი მიზანია მეურნეების ყოფაცხოვრების გაუმჯობესება. დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანია საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დარეგულირება. ქართველი ფერმერისთვის ბაზრები უნდა გაიხსნას და გაუმქდეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან, რათა ჩვენმა მოსახლეობამ მეზობელი ქვეყნის ბაზარზე მოყვანილი პროდუქცია გაიტანოს. ჩვენი იდეა ფიქსი არ არის, რომ მაინცდამიანც რუსეთის ბაზარზე გაიყიდოს ჩვენი პროდუქცია. მივესალმებით, თუ ვინმეს აქვს უნარი და საშუალება, რომ ქართული პროდუქტები გაგვატანინოს სხვა ქვეყნებში, მაგალითად, ამერიკასა და ევროპაში“, – განუცხადა Knews.ge-ს გიორგი სუხოშვილმა.
რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების მოთხოვნით აქციების ციკლი თელავიდან დაიწყო. ორგანიზატორების განცხადებით, კახეთის გარდა აქციებს ქვეყნის ყველა რეგიონში ჩაატარებენ.