სამხარეო ადმინიტრაციაში გუბერნატორის გადადგომას არ ადასტურებენ
Knews.ge ინფორმაციის გადამოწმების მიზნით გუბერნიის პრესსპიკერს დაუკავშირდა. მადონა ბატიაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცახდებს, რომ შიოლაშვილი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
„ჩვენ არანაირი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ გვაქვს. ეს ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. გუბერნატორი ამ წუთებშიც თავის სამუშაო ოთახშია და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობს. თუ რაიმე სიახლე იქნება, ყველა ერთად გავიგებთ“, – განუცხადა knews.ge-ს მადონა ბატიაშვილმა.
მას შემდეგ რაც ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა, ირაკლი შიოლაშვილის პოსტიდან გათავისუფლებაზე აქტიურად დაიწყეს საუბარი. კახეთის რეგიონის პირველი პირი ექსპრემიერის ცოლის ნანუკა თამაზაშვილის კლასელია. შეგახსენებთ, რომ მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორებმა ნუგზარ ყიფიანმა და ზურაბ რუსიშვილმა თანამდებობები საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს.