ახალი ამბები

კახეთში რუსმა მილიარდერმა შვილს სამდღიანი ქორწილი გადაუხადა

ქორწილის დაწყებამდე სტუმრებმა „ამბასადორის“ ეზოში დაათვალიერეს ბოტანიკოს ზურა შევარდნაძის მიერ ყვავილებისგან შექმნილ კომპოზიციები. ქორწილის დაწყებამდე სტუმრების განწყობაზე ანსამბლი „მხოლოდ შენ ერთს“ ზრუნავდა. „ამბასადორის“ დარბაზი 500 სტუმრისთვის იყო გათვალისწინებული. გრადიოზული შოუ-პროგრამა ლეგენდარული სიმღერით „თბილისო“ ნანი ბრეგვაძემ, ვახტანგ კიკაბიძემ, მერაბ სეფაშვილმა და თამარ გვერდწითელმა გახსნეს.
წყვილი ქართულ ტრადიციულ სამოსში იყო გამოწყობილი. პატარძალს ჩიხტიკოპიც ამშვენებდა. სუფრაც ტრადიციული ქართული იყო და თამადაც ქართველი გახლდათ. 
ქორწილში საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, თამარ გვერდწითელი, ბუბა კიკაბიძე, თეა დარჩია, გეგა ფალავანდიშვილი, მერაბ სეფაშვილი, ანსამბლები „ალილო“, „ერისიონი“ და „მხოლოდ შენ ერთს“. ჰიტები ვახტანგ კიკაბიძემ, ნანი ბრეგვაძემ, თამარ გვერდწითელმა, ვალერი სიუტკინმა, ჯიგანმა და მარკ ტიშმანმა შეასრულეს, თუმცა ყველაზე დიდი ოვაციები გამოიწვია რეპ-დუეტ Madcon-ის გამოჩენამ, რომელიც მსოფლიოში ცნობილია ჰიტით Beggin.

ღონისძიების შესახებ ინფორმაციასა და ფოტოებს სააგენტო funtime.ge ავრცელებს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ლინქს.

http://funtime.ge/mozaika/Hello-Georgia—ra-mokhda-kachretis-ambasadorshi-fotoreportazhi/