ახალი ამბები

სასამართლომ პოლიციელების დაუმორჩილებლობაში ბრალდებულ 5 პირს გირაო შეუფარდა

პროკურატურა ითხოვდა დაკავებულიების წინასწარ ორთვიან პატიმრობას, თუმცა მოსამართლე მამუკა წიკლაუმა მბრალმდებელის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. 
ბრალდებულების ადვოკატმა ბაადურ გულიაშვილმა ,,ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ პოლიციელებმა, წინასწარი დაკავების იზოლატორში, დაკავებულებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და სასტიკად სცემეს. 
შეგახსენებთ, რომ 27 თებერვალს, თელავში კაფე ,,შუა ქალაქში” მომხდარი ჩხუბის გამო სამართალდამცველებმა 7 ახალგაზრდა დააკავეს. მათგან 2 გუშინ გაათავისუფლეს. თვითმხილველების განცხადებით, ნასვამ ახალგზრდებს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რის გამოც პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებსა და ნასვამ მდგომარეობაში მყოფ პირებს შორის შელაპარაკებისას, ერთ-ერთმა პოლიციელის მისამართით, ე.წ გაზის იარაღიდან გაისროლა. უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.