გია პირადაშვილი – ახალგაზრდებს რეგიონში დარჩენის მოტივაცია უნდა გავუჩინოთ
ღვინის სასტუმრო ,,შატო-მერეს დამფუძნებელი გიორგი პირადაშვილი ბიზნესის წარმატების მთავარ ფორმულად მუშაობის სურვილს, პიროვნულ განვითარებასა და შრომისმოყვარეობას მიიჩნევს.
საქართველოს, განსაკუთრებით კი, რეგიონების შრომის ბაზარი დღევანდელ საბაზრო მოთხოვნებს ჩამორჩება. ქვეყანაში არსებული სამუშაო ძალა ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნილ სტანდარტებს. სპეციალისტების გადამზადება კერძო კომპანიებს, დამსაქმებლებს უწევთ. ბაზარზე მოქმედ კერძო კომპანიებს უჭირთ კვალიფიციური კადრის პოვნა, რადგან არსებული საბაზრო მოთხოვნები მუდმივად იცვლება და ვითარდება. ბიზნესმენი გიორგი პირადაშვილი საკუთარი პერსონალის პროფესიულ ზრდაზე თავად ზრუნავს და ბრენდად ქცეულ ბიზნესს კვალიფიცური კადრებით უზრუნველყოფს. ,,კადრების ხარისხზე რომ ვისაუბრო, რაც გვქონდა 1015 წლის წინ, კარდინალური განსხვავებაა იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ვისწავლეთ ჩვენთვითონვე, ბევრიც სასწავლი გვაქვს. ბევრი ისწავლა მომსახურე პერსონალმა, ვინც ჩვენთან მუშაობს, ეს არის მაღალი დონის მენეჯმენტი. სამწუხაროდ, ამ სფეროში პრობლემა ისევ არსებობს, ნახევარფაბრიკატის დონეზე ვართ დღესაც, მასიურად ჩამოყალიბებული ამ ეტაპზე არ ვართ ჩვენი განათლებით, მსოფლმხედველობაც ამაში თავის კვალს ტოვებს, რაც ქართულ მენტალიტეტს გააჩნია. ალბათ, გადავალთ მომსახურების სხვა ეტაპზე, რადგან მომსახურება არის ერთერთი წარმატებული ბიზნესი მსოფლიოში”.
პირადაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ კვალიფიციურ კადრების მოსაზიდად ყველა რესურსს იყენებს, თანამშრომლობს კახეთში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. ,,კოლეჯების სერვისით ვსარგებლობთ, სამწუხაროდ, ძალიან ცოტას უშვებენ იმ კადრებს, რომელიც გვჭირდება, მაგალითად, შეფმზარეულის პროფესიაზე ზრუნავენ უფრო მეტს, ჰგონიათ რომ ეს უფრო იოლია და შემოსავლიანია. მაგრამ არა, მას სჭირდება ბევრი დამხმარე პერსონალი, რომელიც ჯამში პროდუქტის შექმნაზეა პასუხიმგებელი. მაგალითად, დამლაგებლის კადრის მომზადებას ბევრი შრომა და ტრენინგები სჭირდება. მან უნდა იცოდეს, რამდენ წუთში უნდა დაალაგოს ოთახი ისე, რომ არ გამორჩეს არაფერი. როგორი სტანდარტით უნდა ჩააბაროს ზედამხედველს, რაც პირდაპირ სტუმრის კეთილდღეობას უკავშირდება. სასწავლებლები კადრების მომზადებაზე არიან ორიენტირებული, მაგრამ მათაც სჭირდებათ მეტი ფინანსები, კარგი ტრენერები, აღმზრდელები, ვინც იქ სასწავლებლად მიდის, მაგალითად, მენახირე მასწავლის ნახირის მწყემსავს და ვერ მასწავლის ქსოვას. მომზადებული კადრების მრავალფეროვნება უნდა იყოს”.
ბიზნესმენი ყურადღებას ამახვილებს დასაქმებული პერსონალის პროფესიულ უნარ-ჩვევებსა და კომპანიაში არსებულ ეტიკეტსა და სტანდარტებზე. –,,მაგალითად, მიმტანს უნდა ესმოდეს ენები, რათა არ გაუჩნდეს კითხვები და დასახმარებლად სხვა თანამშრომელთან არ მიდიოდეს. უნდა სწავლობდეს სწრაფად, რადგან ბევრი უნარ-ჩვევაა, რომლიც სწრფად არის ასათვისებელი. ღიმილია აუცილებელი, ქცევის წესებს უნდა იცავდეს, უნდა გააჩნდეს შინაგანი კულტურა, არც გადამეტება არ ვარგა. მარტივი წესია – როგორც ჩვენ გვინდა მოგვემსახურონ, ისე მოვექცეთ მათ. რაც შეეხება მენეჯმენტის სხვა სფეროში მომუშავე ადამიანებს, მაგალითად, ,,რისეფშენებს“, მათ უნდა ჰქონდეთ სტუმრის მიღებისა და გაცილების ჩვევები გამომუშავებული სწავლის შედეგად. ჩვენ ვხარჯავთ დიდ ენერგიას და საკმაოდ ბევრ ფულს, რათა ვასწავლოთ მათ. ვქირაობთ ტრენერებს, კომპანიებს, რომლებიც ასწავლიან, ისინი საკმაოდ ცნობილი არიან, რომლებიც დაკავებულები არიან სხვა კომპანიების მომსახურებითაც”.
პირადაშვილი რეგიონში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს. მისი მოსაზრებით, რეგიონი არ ვითარდება, ახალგაზრდების დიდი ნაწილი რეგიონს ტოვებს. პირადაშვილის განცხადებით, ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ დარჩენის სურვილი და ამისათვის სიტუაცია უნდა შეცვალოს. ,,მთელი პრობლემა ის არის, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი წასულია თბილისში ან საზღვარგარეთ. ეს იმის ბრალია, რომ რეგიონი არ ვითარდება. პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოთქვა სურვილი რეგიონის განვითარებისა და დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას გააკეთებს. ახალგაზრდებს რეგიონში დასარჩენად, უნდა ჰქონდეთ დაინტერესება, რომ არა მარტო საკუთარი თავისა და ოჯახის გამოკვებას შეძლებენ, არამედ ფულის დაგროვებასაც, რისთვისაც ის მიდის უცხოეთში. რთული პერიოდია ევროპაშიც და ბევრი ბრუნდება, აქედან გამომდინარე, იქ მიღებულ გამოცდილებასა და ცოდნას, იმედი მაქვს, რომ მოახმარენ თავის ქვეყანას”.
ბიზნესმენის განცხადებით, კომპანიის წარმატების ფორმულა მუშაობის სურვილი, პიროვნული განვითარება და შრომისმოყვარეობაა. ,,ამ კომპანიაში მყავს 30 თანამშრომელი, ღვინის კომპანიაში მუდმივად მუშაობს 7 ადამიანი, სეზონზე ვიმატებ კიდევ 7-ს. ,,როალ-ბატონში კი, გვყავს 40-მდე თანამშრომელი”.
პირადაშვილისვე ინფორმაციით, იგი ორინეტირებულია რეგიონში მცხოვრები ადამიანების დასაქმებაზე, რათა მათ მიეცეთ განვითარების საშუალება. ,,როდესაც აქ მომუშავე ადამიანი წავა, უნდა ჰქონდეს საშუალება, დაიწყოს საკუთარი ბიზნესი იქ, სადაც ცხოვრობს”.
რაც შეეხება კომპანიაში არსებულ გენდერულ ბალანასს, ჩვენს შეკითხვაზე ბიზნსმენი გვპასუხობს, რომ 30 თანამშრომლიდან რამდენიმე მამაკაცია, დანარჩენი ქალბატონები მუშაობენ. -,,ჩვენთან არის დისბალანსი, ქალები უფრო მეტი მუშაობენ, ვიდრე მამაკაცები. მამაკაცები უფრო მძიმე სამუშაოზე არიან დასაქმებული, მაგალითად, ღვინის ქარხანაში. შეფმზარეულებიდან 1 ქალბატონია, მეორე კი, მამაკაცი”.
მისივე განცხადებით, იგი ,,შატო-მერეში“ ცხოვრობს და თავადაც მუშაობს მიმტანის პოზიციაზე. ამბობს, რომ არ აქვს თავისუფალი დრო, უყვარს ხატვა. ,,გვინდა ,,შატო-მერეს“ გაფართოვება, არ გავჩერებულვართ ამ 5 წლის მანძილზე სულ ვმუშაობთ”.
ბიბერახი – თელავის პარტნიორობის კომიტეტი ახორციელებს მასშტაბურ საგანმანათლებლო პროგრამას. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს GIZ გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ფონდი, ,,კავკასიის ქალაქთა ქსელის მცირებიუჯეტიანი პროექტების ფარგლებში გერმანიის განვითარებისა და თანამშრომლობის სამინისტრო.
მხარდამჭერები: მეცნიერების და განათლების სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო , შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო. სკოლები, რესურს ცენტრები, უნივერსიტეტი და პროფესიული კოლეჯები, არასამთავრობო სექტორი, სამთავრობო წარმომადგენლობა (გუბერნია და თელავის, ახმეტის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები და საკრებულოები) და რეგიონის ბიზნესის ფართო სპექტრი. თელავი გამოფენის მასპინძელია. პროექტები 2004 წლიდან დაიწყო: თელავის რუკა, პირველი მუსიკალური სკოლის აღდგენა, საბაკალავრო სასწავლო პროგრამა – პროექტის მენეჯმენტი (სამშენებლო და მცირე ბიზნესის მენეჯმენტი), საყოფაცხოვრებო ნარჩენები/დასუფთავება და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გაუმჯობესება.