სტატიები

,,Life longlearning” – სწავლა სიცოცხლის ბოლომდე

,,Life longlearning” – ეს სიკვ­დილამდე სწავლის ინგლი­სურენოვანი შესატყვისია.  

მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კოლეჯები და უნივერსიტე­ტები სამოქალაქო საზოგა­დოებას უნიკალურ შესაძლე­ბლობას აძლევენ, უმრავი საკითხის შესახებ მიიღონ ინფორმაცია. საზღვარგე­რეთ სიცოცხლის ბოლომდე სწავლის თვალსაჩინო მაგა­ლითია მასშტაბური ონალინ სასწავლო კურსი, რომლი­თაც სარგებლობს ნებისმიე­რი ადამიანი განურჩევლად ასაკისა. საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს არც მასობრივი ინფორ­მაციის საშუალებებთან და არც ინტერნეტთან ხელი არ მიუწვდე­ბათ, მაგრამ მუდმივად სწავლის პროცესში არიან.
თელაველი ჯუმბერ სახიაშვილი 78 წლისაა. მან საქართველოს ტექ­ნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტი წარჩინებით დაამთა­ვრა. ის ამავე დროს მუსიკოსიცაა, სხვადასხვა კულტურულ ღონისძიე­ბაზე უკრავს ცნობილ მუსიკალურ ნაწარმოებებს. უხუცესი მუსიკოსი ამბობს, რომ მუსიკა ამოუწურავი სფეროა და მუდმივად ახლის ძიების პროცეს­შია. ის თელავის მუნიციპალი­ტეტთან არსებულ ქალთა მუსიკა­ლურ ანსამბლსაც ხელმძღვანელ­ობს და სიმღერებს წერს.
„მუსიკა ამოუწურავია, უნდა ეძიო ახალი ჰარმონიული ნაწილი. გოგო­ნების ანსამბლისათვის ვმუშაობ და ვამუშავებ სიმღერებს. თუ ყოველდღე რაიმე ახალი არ წაიკითხე, არ გაიგე მუსიკის შესახებ, წარმატების მიღწევა შეუძლებელია. სამი თვეა გოგონების ანსამბლთან ვმუშაობ. ამ სფეროში მუდმივად ახალს ვსწავლობ, შესაბამის ლიტე­რატურას ვკითხულობ, რომ მუსიკით დაინტერესებულ ადამიანებს, რაც შეიძლება ორიგინალური, ახალი მივაწოდო. მუსიკაში ძალიან ღრმა ფესვებია ჩადებული. ყველაფერი აგებულია ჰარმონიაზე. მინდა გითხრათ, რომ ბევრი დაკვრის შედეგად ვიპოვე რამდენიმე ახალი აკორდი, რომელიც მანამდე არც ვიცოდი. სიკვდილამდე სწავლის პროცესი ადამიანის დასაბამიდან იღებს სათავეს. თუ არ განაგრძე შენი დაწყებული საქმე, ცოცხალი მკვდარი ხარ“, – ამბობს ჯუმბერ სახიაშვილი.
ის მუსიკის გარდა, ფიტოთერა­პიით, ბალახებით მკურნალობითაც არის დაინტერესებული. ჯუმბერ სახიაშვილი სპეციალურ ჟურნალს მოსკოვიდან იწერს და მკურნალო­ბის ამ მეთოდის შესახებ მუდმივად სიახლეებს ეცნობა. ის ირწმუნება, რომ მცენარეული პრეპარატებით რამდენიმე ადამიანი მძიმე დაავა­დებისაგან განკურნა.
„მე, ასევე, დაკავებული ვარ ფიტო­თერაპიით, ბალახებით მკურნალო­ბით. ამ სფეროში ბევრი საკითხია ისეთი, რომ ლიტერატურის მოძიება აუცილებელია. იქ წერია ბალახის წარმოშობა, სად არის გავრცელე­ბული და ა.შ.ზოგიერთს ჰგონია, რომ მარტო ქიმიური წამლებით შეიძლება მკურნალობა. არსებობს ბალახები, რომელთა მეშვეობითაც დაავადებების უმრავლესობას შეი­ძლება უმკურნალო. ძალიან ბევრი რამ მოვიძიე. ღვიძლის, ნაღვლის სამკურნალო ბალახები. სპეციალისტები ყველაზე მნიშ­ვნელოვნად ვარდკაჭაჭას მიიჩნევენ. არის შემთხვევები, როდესაც ადა­მიანს ღვიძლში ან ფილტვში უდგება წყალი. არსებობს იმისი შესაძლებლო­ბა, რომ ბალახების მეშვეობით ეს წყალი ამოშრეს. რამდენიმე შემთხ­ვევა მქონდა, რომ მკურნალობის შედეგად რამდენიმე ადამიანის ფილტვიდან წყალი ამოვაშრე“, – ამბობს სახიაშვილი.
78 წლის ჯუმბერი ამავე დროს ქალაქის განვითარების პროცესში აქტიურად არის ჩართული და ორგანიზაცია „თელავის საზოგა­დოებრივი დარბაზის“ დამფუძნე­ბელიცაა. ის, რამდენიმე აქტიურ მოქალაქესთან ერთად, სწავლობს თელავში არსებულ პრობლემებს და ადგილობრივ ხელისუფლე­ბას რეკომენდაციებსა და რჩევებს აძლევს:
,,ხალხი არჩეულ ხელისუფლებას მხარში უნდა დაუდგეს. მასთან ერ­თად უნდა აკეთოს საქმე, ააშენოს, ააყვავოს. უცხო რომ ჩამოვიდეს, იმან დადებითად შეგაფასოს. პარ­ლამენტმა მიიღო კანონი გარემოს დაცვის შესახებ, მაგრამ არ არსებობს კონტროლი. ვიკვლევ სხვა ქვეყნის მაგალი­თებს, რა კონტროლის მექანიზმია უცხოეთში, რომ ეს ადგილობრივ ხელისუფლებას მაინც შევთავაზო. მე ურთიერთობა მაქვს სხვადასხვა სპეციალობის მოქნე ადამიანებთან. მათთან აქტიურად ვთანამშრომ­ლობთ და შემდეგ ხელისუფლებას რეკომენდაციას ვაძლევთ. ბატონის ციხისა და თეატრის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით სპეციალისტებთან კონსულტაციები მქონდა, ეს საკითხი ღრმად შე­ვისწავლე და კონკრეტული რჩევებიც მივეცი ხელისუფლებას“.
,,Life longlearning” – ეს სიკვდი­ლამდე სწავლის ინგლისურენოვანი შესატყვისია. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კოლეჯები და უნივერსიტე­ტები სამოქალაქო საზოგადოებას უნიკალურ შესაძლებლობას აძლე­ვენ, უმრავი საკითხის შესახებ მიი­ღონ ინფორმაცია. საზღვარგერეთ სიცოცხლის ბოლომდე სწავლის თვალსაჩინო მაგალითია მასშტა­ბური ონალინ სასწავლო კურსი, რომლითაც სარგებლობს ნებისმიე­რი ადამიანი განურჩევლად ასაკისა. აღნიშნული კურსის ავტორები მომხმარებლებს, ასაკობრივი ნიშ­ნის მიხედვით, სთავაზობენ მრავალ­ფეროვან პროგრამას. რაღა ქვეყნის ფარგლებს გავცდე, ქართველმა პოეტმა დავით გურა­მიშვილმა თავის პოემაში მუდმივი სწავლის მნიშვნელობა ასე ჩამოა­ყალიბა: „სწავლა სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელი; მას გეცილების ვერავინ, არ არის გასაყოფელი“.

 

ბიბერახი – თელავის პარტნიო­რობის კომიტეტი ახორციელებს მასშტაბურ საგანმანათლებლო პროგრამას. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს GIZ გერმანიის ტექნიკური თანამშრომ­ლობის ფონდი, ,,კავკასიის ქალა­ქთა ქსელის“ მცირებიუჯეტიანი პროექტების ფარგლებში გერმა­ნიის განვითარებისა და თანამ­შრომლობის სამინისტრო. 
მხარდამჭერები: მეცნიერების და განათლების სამინისტრო, სპორ­ტისა და ახალგაზრდობის სამინის­ტრო , შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო. სკოლები, რესურს ცენტრები, უნი­ვერსიტეტი და პროფესიული კო­ლეჯები, არასამთავრობო სექტორი, სამთავრობო წარმომადგენლობა (გუბერნია და თელავის, ახმეტის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიცი­პალიტეტები და საკრებულოები) და რეგიონის ბიზნესის ფართო სპექტრი. თელავი გამოფენის მას­პინძელია. პროექტები 2004 წლიდან დაიწყო: თელავის რუკა, პირველი მუსიკალური სკოლის აღდგენა, საბაკალავრო სასწავლო პროგრა­მა – პროექტის მენეჯმენტი (სამშენე­ბლო და მცირე ბიზნესის მენეჯმენ­ტი), საყოფაცხოვრებო ნარჩენები/დასუფთავება და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გაუმჯობესება.