ახალგაზრდები რეგიონში უნდა დასაქმდნენ
,,განათლების გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისათვის. ეს არ არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც მსგავსი მიმართულებით მუშაობს. მუნიციპალური განვითარების ფონდიც გეგმავს, რომ მსგავსი კონცეფცია შეიმუშაოს. ძალინ მნიშვნელოვანია, თუ მსგავსი ტიპის ინიციატივები წარმატებით განხორციელდება, რადგან ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს იმ ადამიანებს, რომლებიც სამუშაოს ეძებენ და ძალიან კარგია, რომ მათ ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ დეტალური ინფორმაცია შრომის ბაზარზე არსებული ორგანიზაციების, დამსაქმებლების მოთხოვნები და გაიგონ, სად შეუძლიათ დასაქმება. რაც უფრო ადრე ექნება პოტენციურ დამსაქმებელს ამის შესახებ ინფორმაცია, მით მეტი შანსი აქვს მოემზადოს და კვალიფიკაცია კიდევ უფრო აიმაღლოს. ადამიანის თავისუფალ არჩევანზეა დამოკიდებული წავა თუ არა ის კახეთიდან, თუმცა როცა შეიტყობს, რომ აქცენტი კეთდება სწორედ ადგილზე დასაქმებაზე, მან შეიძლება თავის შეიკავოს რეგიონიდან წასვლაზე. კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, კანონისა და კომპეტენიის ფარგლებში, მხარს დაუჭერს არა მარტო განათლებისა და დასაქმების გამოფენას, არამედ სხვა მსგავს ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს კახეთის მდგრად განვითარებას, დამსაქმებლებისა და დასასაქმებლების აქტიურ კომუნიკაციას და დახმარებას გაუწევს ახალგაზრდებს, მიიღონ განათლება და დასაქმდნენ ჩვენს რეგიონში”.
ზურაბ არსენიშვილი,
კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე
ბიბერახი – თელავის პარტნიორობის კომიტეტი ახორციელებს მასშტაბურ საგანმანათლებლო პროგრამას. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს GIZ გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ფონდი, ,,კავკასიის ქალაქთა ქსელის მცირებიუჯეტიანი პროექტების ფარგლებში გერმანიის განვითარებისა და თანამშრომლობის სამინისტრო.
მხარდამჭერები: მეცნიერების და განათლების სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო , შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო. სკოლები, რესურს ცენტრები, უნივერსიტეტი და პროფესიული კოლეჯები, არასამთავრობო სექტორი, სამთავრობო წარმომადგენლობა (გუბერნია და თელავის, ახმეტის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები და საკრებულოები) და რეგიონის ბიზნესის ფართო სპექტრი. თელავი გამოფენის მასპინძელია. პროექტები 2004 წლიდან დაიწყო: თელავის რუკა, პირველი მუსიკალური სკოლის აღდგენა, საბაკალავრო სასწავლო პროგრამა – პროექტის მენეჯმენტი (სამშენებლო და მცირე ბიზნესის მენეჯმენტი), საყოფაცხოვრებო ნარჩენები/დასუფთავება და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გაუმჯობესება.