უმაღლესი განათლების მქონეთა უმუშევრობის მაჩვენებელი მატულობს
საქართველოში უმუშევრობა დღესაც აქტუალურ პრობლემად რჩება. სტატისტიკის დეპარტამენტის მიხედვით, მილიონ ცხრაასი შრომისუნარიანი ადამიანიდან მხოლოდ ექვსასი ათასამდე მოქალაქეა დასაქმებული.
შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით საქართველოს განათლებისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებმა მომზადება-გადამზადების პროგრამა გასული წლის სექტემბერში დაიწყეს.
-გადაჭრისა თუ არა ეს პროგრამა ნაწილობრივ მიანც დასაქმების პრობლემას საქართველოში და რა შედეგს ელის ხელისუფლება ამ პროექტის განხირციელების შემდეგ?
გაზეთმა „კახეთის ხმამ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ელზა ჯგერენაიასთან ინტერვიუ ჩაწერა. დასაქმება საქართველოს ხელისუფლებისათვის ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად რჩება. ქვეყანაში სამუშაოს მაძიებელთა რიცხვი მატულობს.
-ჩაატარა თუ არა ჯანდაცვის სამინისტრომ შრომის ბაზრის კვლევა და როგორია წინასაწარი შედეგები?
2015 წლის მარტი-ივლისის თვეში განხორციელდა შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის კვლევა, რომელიც არის უპრეცენდენტო შრომის ბაზრის საკითხების შესწავლის მიმართულებით და დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული მიზნების განხორციელების ხელშეწყობისთვის. ორგანიზაციებისა და საწარმოების გამოკითხვის საფუძველზე გამოვლინდა სამუშაო ძალის დანაკლისი; პრიორიტეტული ეკონომიკური სფეროები და დასაქმების არსებული და პოტენციური შესაძლებლობები; შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნადი პროფესიები; დამსაქმებელთა მხრიდან განათლების დონის მოთხოვნა, პოზიციების მიხედვით და სხვა. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მაღალია უმაღლესი განათლების მქონე ადამიანთა დასაქმების მაჩვენებელი, განსაკუთრებით საჯარო სამსახურში.
თუმცა, დაბალია უმაღლესი განთლების საჭიროებებზე მორგებული სამუშაო ადგილების გენერაციის დონე, რაც მეტყველებს იმაზე, რომ უმაღლესი განათლების მოთხოვნის მქონე სამუშაო ადგილები გაჯერებულია სამუშაო ძალით. უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების რაოდენობა აღემატება მათ განათლებასა და კვალიფიკაციაზე მორგებულ სამუშაო ადგილების რაოდენობას.
აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მაღალია უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების უმუშევრობის მაჩვენებელი. ვაკანსიების შევსების კუთხით, გარკვეული ორგანიზაციები უჩივიან შრომის ძალის ნაკლებობას, რადგან ზოგიერთ პროფესიებში ძნელია კვალიფიციური კადრების მოძიება. ზოგიერთზე კი პირიქით, ნაკლებია გაკეთებული განაცხადების რაოდენობა, შესაბამისად, მუშაობის მსურველთა რიცხვი. გამოცხადებული ვაკანსიების მხრივ, მოთხოვნად პროფესიებს წარმოადგენს ექიმები და ექთნები, გაყიდვებისა და მომსახურების სფეროს მუშაკები.
თუმცა, მოთხოვნა შემცირდა შემდეგი პროფესიის კადრებზე _ მშენებლები, მეტალურგიული სფეროსა და მანქანა-დანადგარების მუშები. საერთო ჯამში, დასაქმების მაჩვენებლისა და ვაკანსიების რაოდენობის ცვლილება წარმოადგენს კონკრეტული პროფესიების მიხედვით დასაქმების პერსპექტივებს. ვაკანსიების მატება ან კლება პირდაპირ აისახება მოთხოვნასა და მიწოდებაზე. სამომავლოდ, შრომის ბაზრის მოთხოვნა- მიწოდების კომპონენტების რაოდენობრივი კვლევის ინსტიტუციონალიზაცია და მათი პერმანენტულად განხორციელება საშუალებას მოგვცემს უფრო დაკვირვებით ვადევნოთ თვალი მოთხოვნა-მიწოდებას შორის თანაფარდობას კონკრეტული პროფესიების მიხედვით. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად მომზადება-გადამზადების პროგრამა გასული წლის სექტემბერში დაიწყო.
-რა არის პროფესიული კვალიფიკაციების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის მიზანი?
,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებით და სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებით, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა.
-ვინ წარმოადგენს სამიზნე ჯგუფს და რა არის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიღების აუცილებელი პირობა?
2015 წელს ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში“ მონაწილეობის მიღება შეეძლო საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც შეუსრულდა 20 წელი და გახლდათ სამუშაოს მაძიებელი. პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ იმ პირებს, რომლრბსაც ზოგადი განათლების საბაზო საფეხური აქვთ. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებზე; სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებულ პირებზე, რომლებიც ჩართული არიან ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო პროგრამაში; ქალებზე, რომელთათვისაც ზოგადი საბაზისო განათლების საფეხურის დასრულება შეუძლებელი გახდა ადრეული ქორწინების გამო; სხვა თანაბარ პირობებში არსებობისას, პროგრამით სარგებლობის უპირატესი უფლება ენიჭებათ:
-რას არის პროფესიული გადამზადების პროგრამის ძირითადი კომპონენტი და უზრუნველყოფს თუ არა ეს პროექტი შრომის ბაზრისათვის კონკურენტუნარიანი სპეცილისტების მომზადებას?
პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია სამუშაო ადგილებზე სწავლება – სტაჟირება, რომელიც განხორციელდება დამსაქმებელთან შეთანხმებით, თავისუფალი სამუშაო ადგილების არსებობის შემთხვევაში. სტაჟირების ვადა არ აღემატება 3 თვეს. გადამზადების მსურველებს მიეცემათ სახელმწიფო სტიპენდია თვეში 150 ლარის ოდენობით. სტაჟირების მთავარ მიზანს წარმოადგენს დამსაქმებელის მიერ შერჩევის საფუძველზე მინიმუმ ერთი სტაჟიორის დასაქმება. ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე დამტკიცდა პროფესიათა ჩამონათვალი. ამ პროგრამის მოსალოდნელ შედეგს წარმოადგენს დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული უნარ- ჩვევების ამაღლება და კონკურენტუნარიანობის გაზრდა.
-2015 წლის მონაცემებით, ამ პროგრამის ფარგლებში სამუშაოს მაძიებელი რამდენი მოქალაქე გადამზადდა?
2015 წელს ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში თბილისის მასშტაბით კურსდამთავრებულთა რაოდენობამ შეადგინა 244, მუნიციპალურ ერთეულებში კი სტაჟირება 171-მა მოქალაქემ გაიარა.
ბიბერახი – თელავის პარტნიორობის კომიტეტი ახორციელებს მასშტაბურ საგანმანათლებლო პროგრამას. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს GIZ გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ფონდი, ,,კავკასიის ქალაქთა ქსელის მცირებიუჯეტიანი პროექტების ფარგლებში გერმანიის განვითარებისა და თანამშრომლობის სამინისტრო.
მხარდამჭერები: მეცნიერების და განათლების სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო , შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო. სკოლები, რესურს ცენტრები, უნივერსიტეტი და პროფესიული კოლეჯები, არასამთავრობო სექტორი, სამთავრობო წარმომადგენლობა (გუბერნია და თელავის, ახმეტის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები და საკრებულოები) და რეგიონის ბიზნესის ფართო სპექტრი. თელავი გამოფენის მასპინძელია. პროექტები 2004 წლიდან დაიწყო: თელავის რუკა, პირველი მუსიკალური სკოლის აღდგენა, საბაკალავრო სასწავლო პროგრამა – პროექტის მენეჯმენტი (სამშენებლო და მცირე ბიზნესის მენეჯმენტი), საყოფაცხოვრებო ნარჩენები/დასუფთავება და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გაუმჯობესება.