ენერგოდისტრიბუციაში ახალგაზრდა კვალიფიციურ კადრებს ეძებენ
,,ელექტროენერგეტიკის დარგში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების აშკარა ნაკლებობაა”, – აცხადებენ სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციაში”.
კომპანიაში მიიჩნევენ, რომ კვალიფიციური კადრის პოვნა ძნელია, რადგან უკიდურესად მცირეა სპეციალიზებული ან უმაღლესი განათლების მქონე კურსდამთავრებულთა კონტიგენტი, რომელიც კახეთის რეგიონში ცხოვრობს. კომპანიაში უმეტესი თანამშრომელი ახალგაზრდაა, რომელიც სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზეა გადანაწილებული.
კომპანიის საზოგადოებას-თან ურთიერთობის სამსახურის უფროს ბექა ბარამიძის თქმით, კომპანიას ყველაზე დიდი მოთხოვნა ელექტროსაინჟინრო კადრებზე, ძირითადად, ელექტრომონტიორებსა და ელექტროტექნიკოსებზე აქვს. ბარამიძის განმარტებით, ამავდროულად კომპანიას ესაჭიროება კვალიფიციური ზეინკლები, რომლებიც რეგიონში ძნელად მოიძებნებიან.
,,დასაქმებულთა საშუალო ასაკი 44 წელს შეადგენს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ სისტემატურად ვზრუნავთ ახალგაზრდა სპეციალისტების მოზიდვაზე. 2013 -2015წწ არსებული მონაცემებით, ელექტროგამანაწილებელ კომპანიაში დასაქმებული 27 პირიდან 84%- 40 წლამდე პირია. მათი უმეტესობა ქსელის აღრიცხვის ოპერატორის, ელექტრომონტიორისა და ელექტროტექნიკოსის სტატუსით მუშაობს. ერთ–ერთი ახალგაზრდა მე–4 თვეა გამანწილებელი ქსელის დისპეტჩერის თანამდებობაზე დასაქმდა, დანარჩენი თანამშრომლები კი, სხვა სპეციალიზაციის სამსახურებში არიან დასაქმებულები. ამავდროულად, გაკოტრების რეჟიმში კომპანიის მმართველ ადმინისტრაციას განსაზღვრული და დამტკიცებული აქვს სამსახურებრივი სტრუქტურა, რომლის რადიკალურ ცვლილებაში ის შეზღუდულია, შესაბამისად, ზუსტად განსაზღვრული არაა საკადრო ოდენობის წინასწარი მოთხოვნა. გამომდინარე იქიდან, რომ, „კახეთის ენეგოდისტრიბუცია“ ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიაა, მას ყველაზე დიდი მოთხოვნა ელექტროსაინჟინრო კადრებზე აქვს. ამავდროულად კომპანიას ესაჭიროება კვალიფიციური ზეინკლები, თუმცა ამ პროფესიებზე ჯერჯერობით კომპანიას ვაკანსიები არ აქვს’’,- განაცხადა ბარამიძემ.
ბარამიძე აღნიშნავს, რომ დღეისთვის ელექტროენერგეტიკის დარგში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა. მისივე თქმით, სამუშაო ადგილების არარსებობის გამო, ახალგაზრდები რეგიონს ტოვებენ. ბექა ბარამიძე ამბობს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში კომპანიაში მხოლოდ სამმა პროფესიული სასწავლებლის სტუდენტმა დაიკავა ვაკანტური სამუშაო ადგილი. მისივე განმარტებით, დასაქმების მსურველთა არსებობის მიუხედავად, სამუშაოს მაძიებელთა უმეტესობა ვერ ახერხებს დასაქმებისთვის აუცილებელი კატეგორიის მოპოვებას, რომლის გარეშეც ქსელზე მუშაობის დაწყება შეუძლებელია.
,,სამწუხაროდ, ელექტროენერგეტიკის დარგში დღეს ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების აშკარა ნაკლებობაა. ამადროულად უკიდურესად მცირეა სპეციალიზებული ან უმაღლესი განათლების მქონე კურსდამთავრებულთა კონტიგენტი, რომელიც კახეთის რეგიონში ცხოვრობს. გასული 3 წლის განმავლობაში კახეთში აკრედიტებული სპეციალიზებული პროფილის სასწავლებლებიდან მხოლოდ სამმა ახალგაზრდამ შეძლო სამუშაო ადგილის დაკავება „კახეთის ენერგოდისტრიბუციაში“. მათგან ერთ–ერთი ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამსახურში ტექნიკოსად მუშაობს, ხოლო 2 გურჯაანის აბონენტთა მომსახურების ცენტრის ელმონტიორად. ჩვენთან მოსული სამუ- შაოს მაძიებელთა უმეტესობა ვერ ახერხებს დასაქმებისთვის აუცილებელი კატეგორიის მოპოვებას, რომლის გარეშეც ვერ დაიწყებს მუშაობას.’’
გამომდინარე იქიდან, რომ თელავსა და კაჭრეთში არსებული პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულები უკვე მუშაოებენ „კახეთის ენერგოდისტრიბუციაში“, ბარამიძე აცხადებს, რომ მათი სწავლების ხარისხი უკვე შეიძლება დამაკმაყოფილებლად ჩაითვალოს. მისივე თქმით, კახეთში არსებული პროფესიული სასწავლებლების უმეტესობა და იქ არსებული სასწავლო პირობები თანამედროვე სტანდარტებს არ პასუხობს, რადგან მათ არ აქვთ სათანადო მატერიალურ -ტექნიკური ბაზა.
,,კახეთში, კოლეჯების უმეტესობაში პრაქტიკული მეცადინეობები სასურველ დონეზე არ მიმდინარეობს. ამავდროულად არც სტუდენტებს შორის შეინიშნება სწავლისა და მაღალი სპეციალიზაციის მიღების სურვილი. ფინანსური რესურსების სიმწირის გამო, „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ ამ ეტაპზე ვერ ახერხებს ამ კოლეჯებისთვის ხელშეწყობის ღონისძიებების გატარებას, რაც სასწავლო ბაზის განახლებასა და მოწყობაში გამოიხატებოდა, თუმცა უახლოეს გეგმებში ნამდვილად შედის მათთან მჭიდრო კავშირის დამყარება, რაც მოსწავლეთათვის პრაქტიკული სწავლების პროგრამების უზრუნველყოფასა და შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებაში გამოიხატება. ამ ეტაპზე ასეტი პრაქტიკული მეცადინეობები არ მიმდინარეობს. ასეთი ტიპის სასწავლო კურსები კომპანიამ შესაძლოა გაზაფხულიდან დაიწყოს’’, – განაცხადა ბარამიძემ.
სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციაში’’ აცხადებენ, რომ სამუშაოს მაძიებელ ახალგაზრდას, რომელსაც უნდა მუშაობა ენერგოდისტრიბუციაში დაიწყოს, ევალება ელექტროდანადგარების ექსპლუატაციის წესების ცოდნა და შესაბამისი განათლება.
,,ჩვენი უპირველესი მოთხოვნა კვალიფიცირებაა, რაც სათანადო ცოდნის არსებობასა და ელექტროქსელზე მუშაობის გამოცდილებას ნიშნავს. ახალ თანამშრომელს, რომელიც გამანაწილებელ ქსელში იწყებს მუშაობას, უპირობოდ ესაჭიროება ელექტროდანადგარების ექსპლუატაციის წესების, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესების ცოდნა. ამ ტიპის განათლების არსებობის დასამტკიცებლად, სპეციალისტებს უნდა გააჩნდეთ სათანადო კატეგორიები, რომელიც საგამოცდო წესით სისტემატურად მოწმდება. კომპანიის თანამშრომლები რეგულარულად აბარებენ შრომის დაცვისა და უსაფრთხოების წესების საგამოცდო ტესტებს. ამავდროულად, კომპანია ტექნიკური პროფილის თანამშრომლებისთვის სისტემატურად უზრუნველყოფს თეორიული ცოდნის ამაღლების პროცესს’’,- აცხადებს ბარამიძე.
ბიბერახი – თელავის პარტნიორობის კომიტეტი ახორციელებს მასშტაბურ საგანმანათლებლო პროგრამას. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს GIძ გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ფონდი, ,,კავკასიის ქალაქთა ქსელის მცირებიუჯეტიანი პროექტების ფარგლებში გერმანიის განვითარებისა და თანამშრომლობის სამინისტრო. მხარდამჭერები: მეცნიერების და განათლების სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო , შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო. სკოლები, რესურს ცენტრები, უნივერსიტეტი და პროფესიული კოლეჯები, არასამთავრობო სექტორი, სამთავრობო წარმომადგენლობა (გუბერნია და თელავის, ახმეტის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები და საკრებულოები) და რეგიონის ბიზნესის ფართო სპექტრი. თელავი გამოფენის მასპინძელია. პროექტები 2004 წლიდან დაიწყო: თელავის რუკა, პირველი მუსიკალური სკოლის აღდგენა, საბაკალავრო სასწავლო პროგრამა პროექტის მენეჯმენტი (სამშენებლო და მცირე ბიზნესის მენეჯმენტი), საყოფაცხოვრებო ნარჩენები/დასუფთავება და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გაუმჯობესება.