სტატიები

თაროზე შემოდებული უნივერსიტეტის დიპლომი

ყოველწლიურად და­ახლოებით 30 000 სტუდენტი ეუფლება უმაღლეს განათ­ლებას. პროფესიულ გა­ნათლებას კი, დაახლოებით 30-ჯერ ნაკლები ადამიანი იღებს. 

შრომის ბაზარზე იურისტების, ეკონომისტე­ბის, ფინანსისტებისა და სხვა პროფესიების მქონე პირების ჭარბი რაოდენობაა, მაგრამ, მაგალითად, დურგლის, ვეტერინარის, ელექტროშემ­დუღებლისა და სხვა მსგავსი პროფესიიის მოქალაქეები უკვე სანთლით საძებრები არიან.
2015 წელს პროფესიული გა­ნათლება საქართველს მასშტაბით მხოლოდ 839-მა მოქალაქემ მიიღო. კახეთში ეს მაჩვენებელი სამასს ოდნავ აჭარბებს. ქართული მხატვრული ფილმი ,,უდიპლომო სასიძო“ საბჭოთა პერიოდის საქართველოში გადაი­ღეს, მაგრამ უმაღლესი განათლების სასიცოცხლოდ აუცილებლობის მენტალიტეტს დღესაც ღრმად აქვს გამჯდარი ფესვები. „ჩემს შვილს უნდა ჰქონდეს დიპლომი“ – ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც და­ახლოებით 30 000-ზე მეტი მშობე­ლი ერთ სიცოცხლეს ამთავრებს, როდესაც აბიტურიენტი შვილი ეროვნულ გამოცდას აბარებს. მშობელს ერთი მიზანი ამოძრავე­ბს, რომ მისი შვილი, განაცხადში ჩამოთვლილი 20 ფაკულტეტიდან, რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი გახდეს. საქართველოს უნივერსიტეტებში ასე აბარებენ და წარჩინებით თუ წარუმატებლად მაინც ამთავე­რებენ უმალეს სასწავლებელს, მაგისტრის აკადემიური ხარისხის მფლობელებიც ხდებიან, მაგრამ შემდეგ, ხშირ შემთხვევაში, მწარე რეალობის წინაშე აღმოჩნდებიან. დამსაქმებელთა უმრავლესობას სულაც არ სჭირდება იმ რაოდენო­ბის უმაღლესი განათლების მქონე კადრი, რასაც სასწავლებლები უშვებენ, თუმცა საქართველოში არიან ადამიანები, რომლებმაც მენტალიტეტი დაანგრიეს.
43 წლის თელაველმა ვანო შაშ­ვიაშვილმა საქართველოს ტექ­ნიკური უნივერსიტეტი 1993 წელს დაამთავრა. შრომის ბაზარზე ად­გილის დამკვიდრება გაუჭირდა, ამიტომ წითელი დიპლომი თაროზე შემოდო და ოქრომჭედლობა დაიწ­ყო. მალევე დურგლის პროფესიას მიჰყო ხელი და ავეჯის საამქოროც გახსნა. ვანო ამბობს, რომ ბიზნესის გასაფართოებლად სჭირდებოდა პროფესიული განათლებას მიღება, რის გამოც ჩააბარა თელავის კოლეჯ „პრესტიჟში“.
ის ირწმუნება, რომ მიღებუ­ლი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა საქმიანობის წარმართვაში დაეხმარა. 43 წლის დურგალი პროფესიულ კოლეჯში ვეტრი­ნარული მომსახურების სპეცია­ლიტის ცოდნასაც ეუფლება და სამომავლოდ თელავში კლინიკის გახსნასაც გეგმავს.
„კაბინეტში, კომპიუტერთან ჯდომას ხელობა მერჩივნა, რადგან მაქვს გაცილებით დიდი შემოსავა­ლი. ავეჯის დამზადება დაწყებული მქონდა, მაგრამ ამ საქმეში საჭირო იყო ხის დეტალების გამოყენება. დადგა საჭიროება, რომ კოლეჯში ჩამებარებინა. ჩემი საწარმოს გვერ­დით არის საამქრო და შემეძლო იქ მომუშავე ბიჭებისგანაც მესწავლა ხეზე მუშაობა. კოლეჯში თეორია, ხის ჯიშები, თვისებები, იარაღების გამოყენება შემასწავლეს. ეს ცოდნა დამეხმარა ძალიან ბევრ საკითხში, მაგალითად, როგორ გამეკეთებინა საწოლის ჩუქურთმები. ყველაფერს ვაკეთებ საძინებლიდან დაწყებული სამზა­რეულოთი დამთავრებული. ჩვენ ვა­მზადებთ ლამინირებულ ,,დეესპეს“, რომელსაც სჭირდება ხის ფრაგმენ­ტები. კლიენტს არ ვუშვებთ სხვაგან. ამ ცეხში კეთდება ყველაფერი. ამის გარდა, ვსწავლობ ვეტერინარულზე. ძალიან მიყვარს ნადირობა. ამჯამად მყავს ხუთი ძაღლი, რომლის მოვლა თელავში გახდა პრობლემა. თბილის­ში დამყავს სამკურნალოდ, ამიტომ ვცდილობ, თავად ვისწავლო ეს პრო­ფესია. მინდა, რომ კლინიკა გავხსნა“, – ამბობს ვანო შაშვიაშვილი.
არჩილ ხუტუაშვილია კი, პრო­ფესიით ისტორიკოსია. ის თელა­ვის რაიონის სოფელ ფშაველში ისტორიის მასწავლებლად მუშა­ობს, მაგრამ ამბობს, რომ დადგება დრო, როდესაც სკოლას დატოვებს. არჩილს უცხოური ჯიშების მეფრინ­ველეობის ფერმა აქვს.
სუმატრასა, ავსტრალოპისა და ჩინური ჯიშის ქათმები, ფრანგული მუშკის იხვი, იტალიური და ჩინური ბატი, ფარშევანგი ჶ ფემაში მსო­ფლიოში ცნობილ და საუცხოო ჯიშის შინაური ფრინველები იყრიან თავს.
ფშაველმა ისტორიკოსმა ფრი­ნეველების მოშენება ჯერ კიდევ ბავშვობიდან დაიწყო, თუმცა ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი ჰობი ბიზნესსაქმიანობად იქცეოდა. მეურნეობა პროფესიულ კოლეჯ „პრესტიჟში“ ვეტერინარული მომ­სხაურების ცოდნის დაუფლების შემდეგ განავითარა.
„ოთხი წლის წინ მყავდა კარგი ჯიშის ფრინველები, რომლებიც გარკვეულმა დაავადებამ დამიხოცა. არ ვიცოდი როგორ უნდა განმეხორ­ციელებინა პრევენცია. აფრიკული ცრუ ჭირი, რომელიც ფართოდ შემოდის საქართველოში, მას სჭირ­დება გაზაფხულსა და შემოდგომაზე ანუ ექვსთვიანი ინტერვალით, ფაშვჶვაქცინით დამუშავება. გადავწყვი­ტე, რომ ჩამებარებინა კოლეჯში. ფრინველებში არის გავრცელებული სიცოცხლის საფრთხის შემცველი დაავადებები. მე შევისწავლე მათი პრევენცია.
გარდა ამისა, ბიზნეს-დაგეგმა­რებაში სერიოზული ცოდნა შევი­ძინე. მასწავლეს ბაზრის მოკვლევა, ბიზნესის განვითარების გზები, რა არის მომგებიანი, სად შეიძლება გავიტანო პროდუქცია. ამის შემდეგ პროდუქციას ინტერნეტით ვყიდი. ჯერჯერობით ჩემი საქმიანობა ჩამო­ყალიბების პროცესშია და ვფიქრობ, რომ მძლავრ ბიზნესადაც ვაქციო. ახლაც მაქვს შემოსავლის წყარო და საკამოდ ძვირად ღირებული ფრინ­ველები მყავს“, – აღნიშნავს არჩილ ხუტუაშვილი.
დაახლოებით კიდევ რამდენიმე ათეული წელია საჭირო, რომ „დი­პლომოანი სასიძოების“ აუცილებ­ლობის მენტალიტეტი საქართვე­ლოში დაინგრეს. პროფესიული განათლების პოპულარიზაციისათ­ვის მთავრობა რიგ ღონისძიებებს ატარებს, მაგრამ სპეციალისტები აუცილებელ ფაქტორად მიიჩნევენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შემცირებას. ისინი ფიქრობენ, რომ მძაფრი კონკურენციის პირობებში საშუა­ლო განათლების მქონე პირები პროფესიულ განათლებას დაეუ­ფლებიან.

 

ბიბერახი – თელავის პარტნიო­რობის კომიტეტი ახორციელებს მასშტაბურ საგანმანათლებლო პროგრამას. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს GIZ გერმანიის ტექნიკური თანამშრომ­ლობის ფონდი, ,,კავკასიის ქალა­ქთა ქსელის“ მცირებიუჯეტიანი პროექტების ფარგლებში გერმა­ნიის განვითარებისა და თანამ­შრომლობის სამინისტრო. 
მხარდამჭერები: მეცნიერების და განათლების სამინისტრო, სპორ­ტისა და ახალგაზრდობის სამინის­ტრო , შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო. სკოლები, რესურს ცენტრები, უნი­ვერსიტეტი და პროფესიული კო­ლეჯები, არასამთავრობო სექტორი, სამთავრობო წარმომადგენლობა (გუბერნია და თელავის, ახმეტის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიცი­პალიტეტები და საკრებულოები) და რეგიონის ბიზნესის ფართო სპექტრი. თელავი გამოფენის მას­პინძელია. პროექტები 2004 წლიდან დაიწყო: თელავის რუკა, პირველი მუსიკალური სკოლის აღდგენა, საბაკალავრო სასწავლო პროგრა­მა – პროექტის მენეჯმენტი (სამშენე­ბლო და მცირე ბიზნესის მენეჯმენ­ტი), საყოფაცხოვრებო ნარჩენები/დასუფთავება და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გაუმჯობესება.