სტატიები

უმუშევარი ბევრი, კვალიფიციური ნაკლები

შრომის ბაზარზე ერთ-ერთ ძირითად პრობლემად კერძო სექტორისათვის სასურველი, კვალიფიციუ­რი კადრის მოძიება რჩება. პროფესიონალი კადრების სიმცირე ყველა სფეროში იგრძნობა.  

იცვლება სტანდარტები და დასაქმების ბაზრის მოთხოვნე­ბი. ადგილობრივი კადრის და, ზოგადად, დასაქმების საკითხი საკმაოდ რთულად დგას და მის სიმწვავეს ბევრი ფაქტორი განა­პირობებს – დაწყებული ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პრო­ბლემებიდან, დასრულებული სტუდენტის მიერ უნივერსი­ტეტში მიღებული პროფესიუ­ლი უნარჩვევების ხარისხით – უნივერსიტეტი ვალდებულია, სტუდენტს მისცეს შესაბამისი განათლება, ასევე, მთავარია თავად სტუდენტის ფაქტორი, მისი მზაობა, გაიღრმავოს ცოდ­ნა, ისწავლოს არა დიპლომის ასაღებად, არამედ იმისთვის, რომ შეძლოს თვითრეალიზება. რა სურს დამსაქმებელს, რო­გორ აღიქვამს ადგილობრივ კადრების მომზადების დონეს და რა მოთხოვნები აქვთ მათ, ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ.
ჩვენი რესპონდენტების გან­ცხადებით, პრობლემა პროფე­სიული სასწავლებლების ნაკლე­ბობით არის გამოწვეული. მათივე განმარტებით, არც მოქმედი სასწავლებლები არიან ორიენ­ტირებული ბაზარზე არსებულ მოთხოვნაზე.
ბიზნესმენი შოთა დემინაშ­ვილი თელავში სასტუმროების ქსელის მეპატრონეა. იგი ჩვენთან საუბარში აცხა­დებს, რომ ადგილობრივი კადრი მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებს მისი, როგორც დამსაქმებლის, მოთხოვნებს:
,,მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოთხოვნები არ არის ძალიან მკა­ცრი, მეტ-ნაკლებად კმაყოფილი ვარ ადგილობრივი კადრის პრო­ფესიონალიზმით, თუმცა ვიტყვი, რომ გააჩნია ვაკანტურ ადგილსაც. მოთხოვნები სხვა კომპანიების მოთხოვნებისგან არ განსხვავდება, მაგალითად, ადმინისტრატორი უნდა ფლობდეს უცხო ენებს (ინგლუსურს, რუსულს) და კომ­პიუტერულ პროგრამებს. გარეგ­ნობა უნდა უწყობდეს ხელს. მინდა გითხრათ, რომ ადგილობრივად ჭირს ისეთი კადრის მოძიება, რო­მელმაც იცის უცხო ენები, უმეტეს შემთხვევაში გვიწევს მათი გადამ­ზადება და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების სწავლება. კადრების გადამზადება ჩვენ­თან სამსახურში მიღების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში ხდება. ვისურვებდი განათლების უფრო მაღალ დონეს“, – აღნიშნავს შოთა დემინაშვილი.
ბიზნესმენი ამბობს, რომ კა­დრების შერჩევისა და გასაუბრე­ბის ეტაპს უშუალოდ ესწრება, რადგან კადრს, რომელსაც ასაქ­მებს, უნდა გააჩნდეს შესაბამისი უნარები და კომპეტენცია:
,,დამსაქმებელს სურს, რომ მის მიერ შერჩეული კადრი იყოს პასუხიმგებლიანი და გულისყუ­რით ეკიდებოდეს დაკისრებულ მოვალეობას, ამიტომ პირადად ვესწრები კადრის შერჩევის პრო­ცესს. როგორც კი ჩნდება

შრომის ბაზარზე ერთ-ერთ ძირითად პრობლემად კერძო სექტორისათვის სასურველი, კვალიფიციუ­რი კადრის მოძიება რჩება. პროფესიონალი კადრების სიმცირე ყველა სფეროში იგრძნობა.  ჩვენთან ვაკანტური ადგილი, მაშინვე ვა­ცხადებთ და, შემოსული რეზიუ­მეების მიხედვით, ვატარებთ გა­საუბრებას რამდენიმე ეტაპად,“ – აცხადებს ბიზნესმენი.
40 წლის ნინო სამყურაშვილი მიიჩნევს, რომ მცირე და საშუა­ლო ბიზნესის წარმომადგენლებს არ ყოფნით ფინანსური რუსურ­სი იმისათვის, რომ არსებული კადრები საკუთარი სახსრებით გადაამზადონ:
,,მცირე და საშუალო ბიზ­ნესის წარმომადგენლები მაღა­ლკვალიფიციურ, გამოცდილ კადრს მაღალ ანაზღაურებას ვერ სთავაზობენ, ამიტომ აქცენტს გამოუცდელ კადრებზე აკეთებენ, რომელიც იაფი მუშახელია. ჩემს თავზე შემიძლია ვთქვა, რომ მაქვს რამდენიმეწლიანი მუშაობის გამოცდილება, მაგრამ სამსახურს ვერ ვშოულობ, რად­გან ანაზღაურება, რომელსაც მთავაზობენ 300 ლარია, რაც შესაბამისი არ არის ჩემს სამუშაო გამოცდილებასთან. მეწარმეების­თვის სირთულეს წარმოადგენს სამუშაოს მაძიებლის ცოდნის დონის შეფასებაც. თუ ენა იცი და კომპიუტერი შესაძლოა, დამსაქ­მებელმა მიღოს გადაწყვეტილება და დაასაქმოს ის ადამიანი, ვიდრე, ვთქვათ, მე, გამოცდილი კადრი. შედეგი არის ის, რომ იგი იაფი მუშახელია და საქმესაც საშუა­ლოდ უძღვება. კადრი, რომელსაც აქვს გამოცდილება, სამსახურის გარეშე რჩება. მიმაჩნია, რომ უმუშევრობის მოგვარებაზე სახელმწიფომ უნდა გაატაროს სწორი პოლიტიკა და მოახდინოს საკითხის გადაჭრის გზების ძიება. ადგილობრივების უმეტესობა, ახალგაზრდები არ ჩერდებიან სოფლებში და მიდიან თბილისში სამსახურის საშოვნელად, თუმცა საბოლოოდ უმუშევრები რჩე­ბიან. 
ბიზნესის სფეროს მსგავსად ფიქრობენ არასამთავრობო სე­ქტორში. ,,ბუნების მოყვარულთა სა­ზოგადოების“ დირექტორ კახა სუხიტაშვილს მიაჩნია, რომ რე­გიონში, თელავის სახელწიფო უნივერსიტეტმა უნდა დაიკავოს წამყვანი როლი ადგილობრივი კადრების მომზადებაში. მიაჩნია, რომ პროგრესულად მოაზროვნე ახალგზრდები რე­გიონს, პესპექტივების არ არსე­ბობის გამო, ტოვებენ:
,,იმისათვის რომ ადამიანი პრო­ფესიონალი იყოს თავის საქმეში, პირველ რიგში, უნდა უყვარდეს ის საქმე, რასაც სწავლობს და შემდგომში, რასაც აკეთებს. საჭიროა დაუღალავი შრომის­მოყვარეობა, თვითგანვითარებაზე ზრუნვა და იმ უნარჩვევების ცოდნა, რაც საჭიროა 21-ე საუკუ­ნის ადამიანისათვის. ჩემი აზრით, პროფესიონალიზ­მისთვის მარტო ცოდნა არ კმარა”, – აცხადებს კახა სუხიტაშვილი.
ჩვენს კითხვაზე, როგორც დამ­საქმებელს, უჭირს თუ არა ად­გილობირივი კადრების შერჩევა, იგი, ამ კუთხით არსებულ მდგო­მარებას აფასებს, როგორც მძიმე სიტუაციას:
,,დღეს თელავი ინტელექტუა­ლურ კრიზისშია, აქტიური და პროგრესულად მოაზროვნე ადა­მიანების დიდი ნაწილი ტოვებს ქალაქს. ხილული პერსპექტივის არარსებობის გამო, სამწუხაროდ, თელავის სახელმწიფო უნივერ­სიტეტიც ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა შეინიშნება უფრო აქტიური ახალგაზრდების მოდინება უნივერსიტეტიდან. ამ ეტაპზე სიტუაცია შეიძლება, შეფასდეს, როგორც მძიმე.
რაც შეეხება კადრების შერჩე­ვას, განსაკუთრებული სტანდარ­ტი არ მაქვს, პირადად ვაწარმოებ გასაუბრებას. ჩემი მოთხოვნა შემდეგია: მოტივაცია, განვითარე­ბის სურვილი და, რაც შეიძლება, ნაკლები სტერეოტიპები და კლი­შეები, თავისუფალი აზროვნების ადამიანებს ვანიჭებ უპირატე­სობას. მიმაჩნია, რომ თელავის სახე­ლწიფო უნივერსიტეტმა უნდა დაიკავოს წამყვანი როლი ადგი­ლობრივი კადრების მომზადება­ში. რაც შეეხება გადამზადების კურსებს ჩემს სფეროში ასეთების ნაკლებობა არ არის, მთავარია, გა­რემოსდაცვითი საკითხები გახდეს პრიორიტეტული და ახალგაზრ­დობაც გააქტიურდება,“ – აცხა­დებს სუხიტაშვილი.
28 წლის მერიკო ირემაშვილი მიიჩნევს, რომ თვალში საცემია კვალიფიციური კადრის ნაკლე­ბობა. მისი აზრით, ადამიანი სასკოლო ასაკში უნდა ყალიბ­დებოდეს, რა სურს და უნივერ­სიტეტში და შემდეგ წლებშიც ორიენტირებული იყოს ცოდნის გაღრმავებაზე. მისივე განცხადებით, თანამ­შრომლის შერჩევისას დამსაქმე­ბელმა უნდა მოიპოვოს კანდიდა­ტის შესახებ ინფორმაცია, რომე­ლიც მისი დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად ესაჭიროება:
,,მიმაჩნია, რომ ადგილობრივი კადრი აუცილებლად დასაქმდება, თუ მას ექნება შესაბამისი ცოდნა და უნარ-ჩვევები, რასაც კონკრე­ტული დამსაქმებელი ითხოვს. ჩემს მაგალითზე შემიძლია, გი­თხრათ, რომ კმაყოფილი ვარ ჩემი სამსახურით, ვმუშაობ ერთ-ერთ კერძო დაწესებულებაში, მაქვს სამუშაოს შესაბამისი ანაზღაუ­რება. როდესაც დამატებით ვმუ­შაობ, მაქვს ცალკე ანაზღაურება, ასევე, მუდმივად გავდივარ კვალი­ფიკაციის ასამაღლებელ კურსებს, რაც მეხმარება პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში”“.


ბიბერახი – თელავის პარტნიო­რობის კომიტეტი ახორციელებს მასშტაბურ საგანმანათლებლო პროგრამას. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს GIZ გერმანიის ტექნიკური თანამშრომ­ლობის ფონდი, ,,კავკასიის ქალა­ქთა ქსელის“ მცირებიუჯეტიანი პროექტების ფარგლებში გერმა­ნიის განვითარებისა და თანამ­შრომლობის სამინისტრო.
მხარდამჭერები: მეცნიერების და განათლების სამინისტრო, სპორ­ტისა და ახალგაზრდობის სამინის­ტრო , შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო. სკოლები, რესურს ცენტრები, უნი­ვერსიტეტი და პროფესიული კო­ლეჯები, არასამთავრობო სექტორი, სამთავრობო წარმომადგენლობა (გუბერნია და თელავის, ახმეტის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიცი­პალიტეტები და საკრებულოები) და რეგიონის ბიზნესის ფართო სპექტრი. თელავი გამოფენის მას­პინძელია. პროექტები 2004 წლიდან დაიწყო: თელავის რუკა, პირველი მუსიკალური სკოლის აღდგენა, საბაკალავრო სასწავლო პროგრა­მა – პროექტის მენეჯმენტი (სამშენე­ბლო და მცირე ბიზნესის მენეჯმენ­ტი), საყოფაცხოვრებო ნარჩენები/დასუფთავება და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გაუმჯობესება.