კახეთში 23 თებერვლამდე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურში აცხადებენ, აღმოსავლეთ საქართველოში, 19-22 თებერვალს რეგიონში ცვალებადი ამინდის გამო ტემპერატურა დაეცემა. ღამის საათებში მოსალოდნელია მცირე წვიმა. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში კი შესაძლოა, წვიმა თოვლში გადავიდეს. სინოპტიკოსთა პროგნოზითვე, 19-20 თებერვალს ღამით ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაეცემა, დღისით კი ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება. რაც შეეხება მომდევნო დღეებს, 23 თებერვლიდან თვის ბოლომდე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +10+16 გრადუსი იქნება, ღამით კი, 0+2 გრადუსი შენარჩუნდება.