საგარეჯოში 462 პირს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის № 591 დადგენილების მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირველადი რეგისტრაციის ფარგლებში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე, აღნიშნული სტატუსი მიენიჭა მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლების მასწავლებლებს და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულებს. ამ სტატუსის მინიჭების შემდეგ კანონით გათვალისწინებული შეღავათებით, ასევე, ისარგებლებენ მოსწავლეები და მათი მშობლები, რომლებიც ირიცხებიან მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლაში.
„ამ პირების გარდა, ეს სტატუსი მიენიჭათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან მაღალმთიან დასახლებაში და დასაქმებულნი არიან მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საბიუჯეტო ორგანიზაციაში. მთელი რიგი შეღავათებით, ასევე, ისარგბლებენ სოციალურად ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან და საცხოვრებელ ადგილად მითითებული აქვთ მაღალმთიანი დასახლება“, – განუცხადეს knews.ge-ს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში.