სოფელ კაბალში აზერბაიჯანის ელჩი მოსახლეობას შეხვდა
,,სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დროს 1992 წლის 26 თებერვალს აზერბაიჯანის ქალაქ ხოჯალის მშვიდობიანი მოსახლეობა სისხლიანი ტრაგედიის მსხვერპლად იქცა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი დღის განმავლობაში დაიღუპა 613 მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა შორის 63 ბავშვი, 106 ქალი და 70 მოხუცი იყო. ტრაგედიიდან ხუთი წლის შემდეგ, 1997 წელს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა გამოსცა დადგენილება “ხოჯალის გენოციდის” შესახებ”, – განუცხადა Knews.ge-ს კახა ჯამბურიამ.