თელავში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პოლიციამ დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიებამ დაადგინა, რომ შალვა ბ-მ თელავში, თბილისის გზატკეცილზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1983 წელს დაბადებულ დავით მ-ს და 1985 წელს დაბადებულ ჯიმშერ ჯ-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ორივე დაჭრილი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ამ დრომდე განაგრძობენ მკურნალობას.
შსს-ს ინფორმაციით, თელავში მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გლისხმობს. მიმდინარეობს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
შეგახსენებთ 15 თებერვალს გვიან ღამით ქალაქ თელავში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. თვითმხილველების განცხადებით, ახალგაზრდები ქეიფობდნენ, რა დროსაც მათ შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ახალგაზრდების დაპირისპირების მიზეზი უცნობია.