ახალი ამბები

ქადაგიძე – მიწების გაყიდვაზე მორატორიუმის დაწესება შეცდომა იყო

გიორგი ქადაგიძემ გადაცემა “არჩევანში” განაცხადა, მორატორიუმის დაწესებამ ლარის გაუფასურების პროცესზე ნეგატიური გავლენა მოახდინა 
“მორატორიუმი მიწების გაყიდვაზე იყო ერთ-ერთი ის შეცდომა, რომელიც ჩემი აზრით, მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა მთელი ამ პროცესების განმავლობაში”, – განაცხადა ქადაგიძემ.
უცხოელებისა და უცხოური ფირმების მიერ მიწის საკუთრების უფლების მოპოვებაზე მორატორიუმი 2013 წელს ამოქმედდა. მათ მიწის საკუთრების უფლების მოპოვება 2014 წლის 31 დეკემბრამდე ჰქონდათ შეჩერებული.