ახალი ამბები

კახეთში მეთევზეობის დარგის განვითარების პროექტი იწყება

,,ფერერებთან და კახეთის მხარის გუბერნატორთან ერთად დავათვალიერე რეგიონში არსებული ტბორები, ვიმსჯელეთ აკვაკულტურის დარგის განვითარების კონკრეტულ მიმართულებებზე. სამინისტროში ვმუშაობთ საქართველოში თევზის მეურნეობების განვითარების სტრატეგიაზე, რომელიც სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის მზად იქნება. მეცნიერები საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში არსებულ ბუნებრივ და ხელოვნერულ წყალსატევებში არსებულ თევზის მარაგებს შეისწავლიან”, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ.
უწყების ინფორმაციით, საქართველოში აკვაკულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, დაგეგმილია შპს „საქართველოს მელიორაციის“ ბალანსზე არსებული ტომები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრს გადაეცეს. ტბორებში ჩატარდება თევზის წარმოების განვითარებისთვის საჭირო სამეცნიერო კვლევები. დარგის სპეციალისტები კი გამოიყვანენ სასელექციო-საჯიშე სახეობებს, რომელიც ფერმერებისა და მეწარმეებისთვის თევზის ახალ სახეობებსა და მაღალხარისხიან ლიფსიტაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
წყალსატევებში განხორციელებული კვლევების შედეგების მიხედვით, არსებული მდგომარეობის და საჭიროებების გათვალისწინებით, სპეციალისტები ქართველ ფერმერებს და თევზის მწარმოებლებს თანამედროვე ტექნოლგიების გაცნობასა და დანერგვაში დაეხმარებიან.