ყვარლის პოლიციის შენობასთან გიორგი მოლაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა
დაკავებულის ახლობლები სასამართლოს ობიქეტური განაჩენი გამოიტანისკენ მოუწოდებენ და მოლაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ. მათი განცხადებით, სამართალდამცავები ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდნენ და სასტიკად სცემეს, რაც მათი მხრიდან პირველი შემთხვევა არ არის. ახლობლების ინფორმაციით, გიორგი მოლაშვილზე პოლიციელების მხრიდან მუდმივი დევნა ხორციელდებოდა.
ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახის წევრების მტკიცებით, მოლაშვილი უდანაშაულოა და მას შემდეგ, რაც მან არაადამიანური მოპყრობის შესახებ განაცხადა, ბრალი დაუმძიმეს და პოლიციელზე თავდასხმაში დაადანაშაულეს.
სამართალდამცავები კი დავავებულის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებას გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ მათ გიორგი მოლაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა. მათი განმარტებით, მოლაშვილმა ხმაური მას შემდეგ ატეხა, რაც პოლიციაში ოქმის შევსება სთხოვეს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მოლშვილი 3 თებერვალს ყვარელში დააკავეს.
ახლობლების განცხადებით, პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი უკანონოდ საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავა. ყვარლის რაიონულმა სასამართომ მოლაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა პოლიციელზე თავდასხმის მუხლით, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.