„ჩვენი ორიენტირია კოალიციაში ყოფნა, მაგრამ კონკრეტული შეთანხმებებია საჭირო“
მისივე თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, კონკრეტული შეთანხმებების გარეშე, ამომრჩევლის ნდობის მოპოვება ძალიან რთული იქნება.
„მომავალი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება ადვილი. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ერთიანობა. ამომრჩეველმა ზუსტად უნდა იცოდეს, რომელი პარტიისგან რას უნდა ელოდეს. ეს ნიშნავს კონკრეტულ თემებზე, საკითხებზე შეთანხმებას. ჩვენი მიზანი არის, რომ ერთად ვიყოთ არცევნებზე, მაგრამ პირობებია შესასრულებელი. ერთმანეთს უნდა ვენდოთ“, – განაცხადა სამნიძემ.