„გუბერნიები უნდა გაუქმდეს“
მისი განმარტებით, სამხარეო ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულები ზედმეტი ორგანოა, რომლის ფუნქციონირებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სერიოზული თანხაა გამოყოფილი.
„უნდა შეიკვეცოს ყველა ის ხარჯი, რომელიც ზედმეტია ბიუჯეტისათვის. სამხარეო ადმინისტრაციების ფუნქციები არ არის მკვეთრად გამოხატული, რატომ არის საჭირო. მისი ფუნქციონირება არ არის სასიცოცხლოდ აუცილებელი. სამხარეო ადმინისტაციას საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი მიაქვს. ასეთი ტიპის ხარჯები ბიუჯეტში აღარ უნდა იყოს გათვალისწინებული. ვთვლით, რომ გუბერნიები უნდა გაუქმდეს“, – განუცხადა knews.ge-ს ვახო მოსიაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ინფორმაციით, 2015 წელს სამხარეო ადმინისტრაციებში პრემია და სახელფასო დანამატი 1 114 928.69 ლარის ოდენობით გასცეს. გუბერნიებში გაცემული პრემია 463 817.5 ლარს შეადგენს, ხოლო სახელფასო დანამატი კი 680 111.19 ლარს უტოლდება. წინა წელს კახეთის გუბერნიამ პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით 121 995 ლარი გასცა.