„ოცნების“ გურჯაანის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვანო ბერიძიშვილი აირჩიეს
ბერიძიშვილის განცხადებით, მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიის რაიონულ ორგანიზაციაში იქნება ცვლილებები.
„პარტიის რაიონული ორგანიზაცია კიდევ უფრო გააქტიურდება. იქნება ცვლილებები. ბიუროს ახალ წევრემალე დავიწყებთ საარჩევნო კამპანიას და ჩვენს საქმიანობას კიდევ უფრო გავაფართოებთ. ვიმუშავებთ ბევრი სასიკეთო საქმისათვის. ჩვენი უმთავრესი მიზანი იქნება მოახლოებული საპრლამენტო არჩევნების მოგება“, – განუცხადა knews.ge-ს ვანო ბერიძიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანში „ქართულმა ოცნებამ“ გამართა კონფერენცია, სადაც ჟურნალისტები და მმართველი პარტიის ბიუროს ყოფილი წევრები ციცო ღვინიაშვილი და ხათუნა ბეციაშვილი არ დაუშვეს. ბეციაშვილის განცხადებით, პარტიას მართავენ ნაციონალური მოძრაობიდან პორტირებული წევრები, რაც მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
კონფერენციას პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მოადგილეებთან ერთად კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გივი გერგიძეც იმყოფებოდნენ.