“თელავში გაზის ტარიფის გაზრდის საკითხში სახელმწიფო ვერ ჩაერევა”
მისივე განცხადებით, სახელმწიფო ქვეყნის მასშტაბით ბუნებრივი აირის ტარიფის გათანაბრებაზე მუშაობს.
,,ეს არის 2008-2009 წელს მიღებული გადაწყვეტილება, სოციალური სეგმენტის ნაწილობრივ დერეგულირება. ეს გაკეთდა მიზანმიმართულად წინა ხელისუფლების დროს, რომ წახალისება მომხდარიყო გაზიფიცირების სამუშაოების, განსაკუთრებით რეგიონებისთვის, რომ არა მხოლოდ “სოკარს” და სახელმწიფოს ეწარმოებინათ სამუშაოები, არამედ კერძო კომპანიებს, ვისაც სურვილი ექნებოდა. ზუსტად ეს მაგალითი გვაქვს დღეს სახეზე. სახელმწიფო და მარეგულირებელი კომისია ვერ ჩაერევა, რადგან ეს არის დერეგულირებული სეგმენტი”, –განაცხადა კალაძემ.
1 აპრილიდან ,,ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯია’’ქალაქ თელავსა და თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 7 000-მდე აბონენტს ბუნებრივი აირის საფასურს 11 თეთრით გაუძვირებს. ადგილირივებმა გაზის გაძვირების შესახებ ოფიციალური შეტყობინება კომპანიისგან უკვე მიიღეს. ,,ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯია’’-ში აცხადებენ, რომ გაზის გაზრდილ გადასახადს ყველა აბონენტი არ გადაიხდის. ცვლილება შეეხება მხოლოდ იმ კატეგორიას, რომელთა ტარიფები დერეგულირებულია მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. ბუნებრივი აირის გადასახადის ზრდა აისახება იმ მომხმარებლებზეც, რომლებმაც გაზი საცხოვრებელ სახლებში 2008 წლის აგვისტოში შეიყვანეს. კომპანიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება იძულებით მიიღეს, რადგან ლარის კურსის გაუფასურებამ მათზე უარყოფითად იმოქმედა.