„ქართული ოცნების“ ბიუროს ყოფილი წევრი – პარტიას ნაციონალები მართავენ
ბეციაშვილის განცხადებით, პარტიას მართავენ ნაციონალური მოძრაობიდან პორტირებული წევრები, რაც მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
„აქ იმყოფებიან ნაციონალური მოძრაობიდან პორტირებულები, რომლებიც არ არიან წევრები, საკრებულოს თანამშრომლები, აიპის ხელმძღვანელები. პარტიის ხალხი კონფერემციაზე არ დაგვიშვეს. ჩვენ სიებში არ აღმოვჩნდით. ვერ გეტყვით, რატომ არ ვიყავი სიაში. პარტიის თავმჯდომარეს შეეკითხეთ. პარტიას ნაციონალები მართავენ“, – განაცხადა ხათუნა ბეციაშვილმა.
კონფერენციას პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მოადგილეებთან ერთად კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გივი გერგიძეც იმყოფებოდნენ.