ახალი ამბები

ორი დღის განმავლობაში ყვარელს ენერგომომარაგება შეუწყდება

სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციაში” აცხადებენ, რომ 12:00-დან 12:30 სთ-მდე 10 კვ-იანი ფიდერი ,,გრემი“ ქსელიდან გაითიშება და რამდენიმე სოფელს ენერგომომარაგება შეუწყდება.
კომპანიის ინფორმაციით, 11 თებერვალს ენერგომომარაგება ქალაქ ყვარელსაც შეეზღუდება. ყვარლის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის შეწყვეტის მიზეზი ,,სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ქ/ს ,,შილდაში” სარელეო დაცვების გეგმიური შემოწმებაა. ქსელიდან გათიშულ აბონენტებს სამუშაოების დასრულების შემდეგ ენერგომომარაგება აღუდგებათ.
,,10 თებერვალს 12:30-დან 13:00 სთ-მდე ქსელიდან გაითიშება სოფლები: შილდა, ენისელი, გრემი, შაქრიანი და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ღვინის საწარმოები. გარდა ამისა, 11 თებერვალს, 13:00-დან 14:00 სთ-მდე, ენერგომომარაგება შეუწყდება ქ.ყვარელს, მათ შორის სტრატეგიული დანიშნულების ობიექტს- რაიონულ საავადმყოფოს. სამუშაოების დასრულებისთანავე ქსელიდან გათიშულ აბონენტებს ენერგომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღუდგებათ”,- განაცხადეს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციაში”