თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
Knews.ge-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტმა თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინსპექტირების დროს გამოავლინა სხვადასხვა ხასიათისა და სიმძიმის ფინანსური და განათლების სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების დარღვევის ფაქტები, რაც გახდა ბაზიერაშვილის გათავისუფლების მიზეზი. თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის საქმიანობაში არსებული დარღვევბის შესახებ განცხადება თამარ სანიკიძის უწყებაში 2015 წლის 23 დეკემბერს შევიდა.
„სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება ხდებოდა კანონმდებლობის დარღვევით და ასევე გამოიკვეთა სხვადასხვა სახის ადმინისრაციული და ფინანსური გადაცდომები. დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია არაერთ დაღვევაზე“,- განუცხადეს knews.ge-ს განათლების სამინისტროში.
თელავის საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი ახლო მომავალში გამოცხადდება.
თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად ლია ბაზიერაშვილი, რომელიც სამინისტრომ კონკურსის შედეგად შეარჩია, 2013 წლის 4 დეკემბერს დაინიშნა.