თელავში ვახტანგიშვილების ოჯახი დააყაჩაღეს
გავრცელებული ინფორმაციით, ვახტანგიშვილების სახლში ორი დაუდგენელი პირი შეიჭრა, რომლებიც ცოლ-ქმარს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი სახლიდან ძვირფასეულობა და გარკვეული რაოდენობის თანხა გაიტაცეს.
მეზობლების თქმით, მძარცველებმა ასაკოვანი ქალბატონი დააბეს. ქალბატონის მეუღლეს კი ამ ინციდენტის შედეგად ინსულტი განუვითარდა.
დაზარალებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, დაზარალებულს ქალბატონს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. მათი თქმით, ვახტანგიშვილების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა.
Knews.ge-ს შსს-ში განუცხადეს, რომ ფაქტზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.