არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურების ფაქტზე დააკავეს
ის უკვე 8 თვის ფეხმძიმეა. knews.ge-ს ინფორმაციით, ბრალდებული 17 წლისაა. ის მე-11 კალსის მოსწავლეა.
„გოგონა უკვე 8 თვის ორსულია. ორივემ აღიარეს ეს ფაქტი. ბავშვი ორსულობას დიდხანს მალავდა, ყოველ შემთხვევაში ცდილობდა. ახლახან გავიგეთ, რომ უკვე 8 თვის ორსული ყოფილა. გინეკოლოგთან ჰყავდათ, თავიდან ნაყოფის მოცილება სურდა ოჯახს, მაგრამ 8 თვის ნაყოფი უკვე ჩამოყალიბებულია და ხელს ვინ მოჰკიდებდა“, – განაცხადეს მეზობლებმა.
აღნიშნული ფაქტი knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. გიორგი მღებრიშვილის უწყების ინფორმაციით, ოჯახური ძალადობისა და გაუპატიურების ფაქტზე არასრულწლოვანი უკვე დააკავეს. 5 თებერვალს სასამართლომ ბრალდებულს წინასწარი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მისი ორსული და კი სოციალური მომსახურების სააგენტომ, უსაფრთხოების მიზნით, სპეციალურ თავშესაფარში გადაიყვანეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის მე-11 პრიმა და 137-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს გაუპატიურებას არაერთგზის. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.