ახალი ამბები

თესაუმ სამხედრო მოსამსახურეებისთვის კონცერტი გამართა

ღონისძიება თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდა. კონცერტზე, სხვა ნომრებთან ერთად, წარმოდგენილი იყო თესაუს სტუდენტების მიერ მომზადებული, ,,სტუდენტური დღეები-2015“- ის გამარჯვებული ნომერი სახელწოდებით ,,ჩვენი ქართველები“.
ღონისძიებას გვარდიის სარდალი, გენერალი ლევან გამყრელიძე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ
სამხედრო მოსამსახურეებისათვის კონცერტი თესაუმ, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით გამართა.