დღეს თელავს ენერგომამარაგება დროებით შეუწყდება
,,ქსელიდან გაითიშება შემდეგი ქუჩები და ობიექტები: ალაზნის გამზირი, კავკასიონის ქუჩა, ჩოლოყაშვილის (დაბახნების ჩათვლით) , კვირიკე დიდის,(ნაწილი), დავით-რექტორის, აღმაშენებლის, ბათუმის, ქეთევან წამებულის, ჭავჭავაძის(ნაწილი) ; სასტუმრო ,,რჩეული მარანი”, თელავის სასამართლო , რეფერალური საავადმყოფო, შსს კახეთის სამხარეო სამმართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამმართველო და სს,,კახეთის ენერგოდისტრიბუცია”.
სამუშაოების დასრულებისთანავე ქსელიდან გათიშულ აბონენტებს ენერგომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღუდგებათ”, – აცხადებენ კახეთის ენერგოდისტრიბუციაში.